Digest Logo

„ძალიან ძლიერი და საოცარი დღეა: წადი, გააკეთე, გადაწყვიტე და მიიღე შედეგი!“ - თაკო მელიქიშვილი 9 სექტემბრის ენერგიებზე

1788934814
თაკო მელიქიშვილი

9 სექტემბერი - ძალიან ძლიერი და საოცარი დღეა! დღის ენერგიებია: 9 • 1 • 1.

დღეს ფულადი ცხრიანისა და ძლიერი ლიდერული ენერგიის დღეა, ამიტომ გამოავლინეთ თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და შინაგანი განცდა: „მე ზუსტად ვიცი, რა მინდა“.

💵 დღე ფულადი პრაქტიკით დაიწყეთ. იმ ხელზე, რომლითაც ჩვეულებრივ არ წერთ, დახატეთ ფულადი ცხრიანი ცხრა სწორი კუთხით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ან წითელი ფერი.

🗣️ ხატვის დროს წარმოთქვით: „ფინანსური სიუხვე ჩემს ცხოვრებას ძლიერი და უწყვეტი ნაკადით ავსებს“.

👑 დღეს ლიდერობის დღეა. ნათლად მიხვდებით, რა გსურთ, დაისახავთ მიზნებს და გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებთ. ნუ დაიწყებთ გაუთავებელ ეჭვებს: „იქნებ…“, „ვაითუ…“, „ღირს კი?“ გააანალიზეთ, გადაწყვიტეთ, როგორ იქნება სწორი და იმოქმედეთ!

⚡ დღეს თამამად შეგიძლიათ თქვათ: „ვიფიქრე, გადავწყვიტე და ასე ვაკეთებთ!“ ადამიანები მზად იქნებიან გამოგყვნენ, მოგისმინონ და მხარი დაუჭირონ თქვენს გადაწყვეტილებებს. მთავარია, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და შემდეგ თავდაჯერებულად წარუძღვეთ სხვებს.

🚀 დღის ფორმულაა: წადი, გააკეთე, გადაწყვიტე და მიიღე შედეგი! ნაკლები საუბარი და გადადება მეტი კონკრეტული მოქმედება. დღეს ბევრ საკითხს ძალიან სწრაფად მოაგვარებთ.

🌙 ამასთან ერთად, შესაძლოა შფოთვაც იგრძნოთ: „ვაითუ რაღაც ისე არ მოხდეს?“ მალე ახალმთვარეობაა, ამიტომ ემოციური ფონი შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოს. ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებს და ნუ დახარჯავთ ენერგიას უსარგებლო ნერვიულობაზე.

🛣️ აუცილებლად შეიტანეთ დღეში სიახლე. მაღაზიამდე სხვა გზით მიდით, უცნობ ქუჩაზე გაისეირნეთ, ახალი ადგილი აირჩიეთ ან უჩვეულო საქმიანობა სცადეთ. დღეს ჩვეული სცენარიდან მცირე გადახვევამაც კი შეიძლება სასიამოვნო შედეგამდე მიგიყვანოთ.

📚 შესანიშნავი დღეა სწავლისთვის. შეიძინეთ კურსი, დაიწყეთ ახალი ცოდნის მიღება, დარეგისტრირდით სასურველ სწავლებაზე და გააფართოეთ საკუთარი შესაძლებლობები.

💅 და, რა თქმა უნდა, გამოეწყვეთ! დღეს მნიშვნელოვანია, ისე გამოიყურებოდეთ, რომ საკუთარ თავს თავადვე მოსწონდეთ. ასევე დაეხმარეთ ადამიანებს მხარი დაუჭირეთ, რჩევა მიეცით და კეთილი საქმე გააკეთეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

11 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური მიმოხილვა და რეკომენდაციები - ვინ იგრძნობს მზის და მთვარის შეერთებას განსაკუთრებით ძლიერად?

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკურ ადამიანებს? - ფსიქოლოგის განმარტება

10 სექტემბერს პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანში გადადის: „შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი, გადახედოთ პირად ღირებულებებს, ურთიერთობებს“