Digest Logo

„ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება თქვენს ცხოვრებაში, ვერ გააჩერებთ“ - ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1713167840
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა. გარდა ამისა ისაუბრა ზოდიაქოს 12 ნიშანზე და განმარტა, როგორი კვირა ელოდება თითოეულ მათგანს. 

მისი თქმით, რადგან მიმდინარე კვირა მთლიანობაში კარგია, ყველა ნიშანს პერსპექტივები გაცილებით მეტი აქვს, მთავარი ფავორიტი კი ვერძია.

ვერძი - არ ნახულად აქტიურები, ენერგიულები, კომუნიკაბელურები, გონებამახვილები, ბევრი რამ გამოსდით, იღებთ საინტერესო ინფორმაციებს, პარტნიორული თანამშრომლობა გიყალიბდებათ, შესანიშნავი შესაძლებლობები გაქვთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ საკუთარ თავს და რაც მთავარია, კარგად უხამებთ ერთმანეთს საქმეს, დასვენებას და გართობას. გაჩერების უფლება არ გაქვთ, საუკეთესო დრო გაქვთ, ვარსკვლავური. 

კურო - ამ კვირიდან იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი მატულობს. რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად გეძინებათ, ენერგია გემატებათ, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა მოიმატებს, ფსიქოემოციური სტაბილურობა წინა პლანზე წამოიწევს, შეიძლება ჩაერთოთ ახალ საქმეებში, პროექტებში, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, ფარულ მტრებს არ სძინავთ, ჭორები, ინტრიგები ჯერ კიდევ გასაკონტროლებელია. არ გათქვათ საიდუმლო.

ტყუპები - გექნებათ განსაკუთრებული მიდრეკილება სიახლეებისკენ. ახალი საქმე, შეხვედრები, კონტაქტები, შთაბეჭდილებები და თქვენს ცხოვრებაში იქნება ძალიან ბევრი სიახლე, რისთვისაც შეიძლება მზად არ იყოთ მორალურად. ზოგიერთი კოლეგისგან შეიძლება შენიშვნა მიიღოთ, მაგრამ ეს ცუდი არ იქნება, რადგან ბევრ რაღაცას გამოასწორებთ. 

კირჩხიბი -  ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთი თქვენგანი იგრძნობს კუროსთან მზის მიახლოებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, ყოველდღე იგრძნობთ, რომ მეტად გემატებათ ჯანი, განწყობა, ფსიქოემოციური სტაბილურობა შემოდის, ნაკლებად გეძინებათ. მთავარი ისაა, რომ იხსნებით, მეტყველების კუთხითაც, რასაც სხვა დროს არ იტყოდით, ახლა იტყვით. იყავით ყურადღებით, რომ თქვენმა გახსნილობამ მეგობარი არ გაანაწყენოს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია. საკმაოდ კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. 

ლომი - ძალიან ენერგიულები, აქტიური, კრეატიული, მიმზიდველი, ძლიერი ლიდერი და ხელმძღვანელი ხართ. გინდათ ახალი იდეების შემოტანა, ძველი აღარ გინდათ და ხშირად წახვალთ სარისკო მოქმედებებზე. თქვენ ხართ სულსწრაფები, ამაშია თქვენი პრობლემა. ის ახალი, რაც გინდათ შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან გრანდიოზულია, ამიტომ კარგად მოზომეთ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები.

ქალწული - ცოტა რთული მომენტები გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, სხვისი სურვილების შესრულება მოგიხდებათ. დამოკიდებულება სხვაზე მატულობს და უფრო მეტიც, პარტნიორთან დაწესებული წესები იქნება აუცილებლად შესასრულებელი. ამ ტენდენციებმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება, შეიცვლება თქვენი გეგმები. ხდებით დაძაბულები და კრიტიკულები. 

სასწორი - ერთ-ერთი კრეატიული, წარმატებული ნიშანია. წარმატების შანსები ყველა სფეროში გაქვთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობები. გაქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, მათ შორის მემკვიდრეობის მიღებით. 

მორიელი - ენერგოტონუსი და განწყობა მატულობს, ინტუიცია ძლიერდება. სწორ არჩევანსაც უფრო მეტად აკეთებთ, მაგრამ გექნებათ ცვალებადი სიტუაციები, სადაც აუცილებელია თქვენი ყურადღება. უცებ გეცვლებათ არამარტო ხასიათი, არამედ სურვილებიც, რაც ირგვლივ სიტუაციას ცვლის. ამასთანავე შინაგანად გსურთ, სტაბილურობას მიაღწიოთ. მნიშვნელოვანია დაგეხმარონ პარტნიორები იმაში, რომ მიაღწიოთ სტაბილურობას. სასიკეთო ცვლილებების დროა, მთლიანობაში კვირა კარგია და შეგიძლიათ დალაგდეთ. 

მშვილდოსანი - ვერ გააჩერებთ მშვილდოსნებს. ზე-აქტიური, ზე-ენერგიულები, კრეატიული და მიმზიდველები. გამოგდით ძალიან ბევრი რამე, კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობაც კი წარმატებული იქნება. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით კარგები, ურთიერთობები შვილებთან, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. გაითვალისწინეთ, რომ ამბიცია ზედმეტად გაგეზრდებათ და მიაქციეთ ყურადღება ქედმაღლობაში არ გადაგივიდეთ.

თხის რქა - ენერგოტონუსი უმჯობესდება, ხდებით აქტიურები, ენერგიულები. შესაძლებლობები ძალიან ბევრი გაქვთ, შრომისუნარიანობის, ნებისყოფის ხარჯზე. გინდათ ზედმეტად ამბიციური იდეების შესრულება, მაგრამ რამდენად შეძლებთ და მზად ხართ ამისთვის ეს სხვა საკითხია. ამიტომ, კარგად გაიაზრეთ ყველაფერი. 

მერწყული - გაქვთ ძალიან კარგი კვირა, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომისუნარიანობა წინა პლანზეა და რაც მთავარია, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობები გაქვთ. სახლთან დაკავშირებული ცვლილებები გელოდებათ, ახალი ბინის ყიდვა, არსებულში შეცვალოთ დიზაინი, ახალი ავეჯი. ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას შეიტანთ ოჯახში. ეს კი თქვენს განწყობაზე კარგად იმოქმედებს. კარგი პერიოდია სწავლისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის. 

თევზები -  ენერგოტონუსი დაბალია, ადვილად იღლებით. ამიტომ, ეცადეთ, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, გამოაძინეთ თქვენი თავი. მაღალია შიდა გაღიზიანება, ამასთან ერთად, ადამიანები ჩაგრთავენ მათთვის საინტერესო იდეებში, მაგრამ თქვენთვის გამაღიზიანებელი იქნება. გაქვთ ცვალებადი ხასიათი, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. 19-ის მერე იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი მოიმატებს და ყველაფერი დალაგდება.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 როგორი სიდედრები და დედამთილები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები

⭕ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო - დანიელ ჰაგარი