იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, 9.11.25–29.11.25 მერკურის რეტროგრადული პერიოდია, რაც ყველაზე მეტად კომუნიკაციას, მოგზაურობას, ტექნოლოგიებსა და შეთანხმებებს აძნელებს:
„ეს სტატია არის 9.11.25 - 29.11.25 პერიოდის განმავლობაში თქვენი გზამკვლევი. აქვე გეტყვით, ინფორმაცია არის ზოგადი.
მოკლედ რომ მოგახსენოთ, 9.11.25–29.11.25 მერკურის რეტროგრადული პერიოდია.
მოკლე შესავალი: მერკურის რეტროგრადულობა ყველაზე მეტად კომუნიკაციას, მოგზაურობას, ტექნოლოგიებსა და შეთანხმებებს აძნელებს. ეს დრო ყურადღებით ითხოვს მომავლის დაგეგმარებას, წარსულისა და ძველი საქმეების გადახედვას, შეცდომების გაანალიზებასა და გამოსწორებას. გადაწყვეტილებების მიღება ზოგ სიტუაციაში ამ დროს, უშედეგოა ხოლმე, სწორედ ამიტომ ჯობს მოთმენა და ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა რეტროგრადული პერიოდის დასრულების შემდეგ(29.11.25 რიცხვის მერე).
ძირითადი რისკები:
კომუნიკაციის დაბრკოლება: მესიჯები, ელფოსტა ან სატელეფონო საუბრები შესაძლოა, გაუგებრობის მიზეზად იქცეს.
ტექნიკური პრობლემები: ნებისმიერი ტექნიკა, ან ელექტრო მოწყობილობა, მათ შორის: კომპიუტერი, ტელეფონი,
ავტო და სხვა მოწყობილობები შესაძლოა გადაიწვას, მწყობრიდან გამოვიდეს, გაფუჭდეს.
დოკუმენტური შეცდომები: კონტრაქტები, ხელშეკრულებები, ფინანსური შეთანხმებები შესაძლოა დეფექტური/ხარვეზული, ან შეცდომით შედგენილი იყოს.
მოგზაურობის შეფერხება: სავალი გზები, ფრენები, ტრანსპორტი შესაძლოა, შეფერხდეს.
რეკომენდაციები დასაზღვევად:
გადაამოწმეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორჯერ: მესიჯები, ელფოსტა, ხელშეკრულებები.
დაიჭირეთ თადარიგი და მინიმუმამდე შეამცირეთ ტექნოლოგიური რისკები. (ასე არიდებული იქნება აფეთქების, ხანძრის რისკი).
ახალი, მნიშვნელოვანი პროექტების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გადადეთ 29.11.25 შემდეგ. ხოლო უკვე დაწყებულ საქმეებზე, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება.
აუცილებელი თუ არის მგზავრობა, საჭიროა დაგეგმვა წინასწარ, ალტერნატიული გეგმებით.
ამ პერიოდში კარგია ენერგეტიკული დამშვიდება: 5–10 წუთი მედიტაცია ან სუნთქვის ვარჯიში, ეს ცვლის სტრესის ენერგიას.
რაც შეეხება ამ პერიოდის პერსპექტივებს:
ეს დრო იდეალურია ძველი საქმის გადახედვისთვის, მიტოვებული მიზნების ან გეგმების აღსადგენად.
შესაძლოა გაჩნდეს წარსული კომუნიკაციების ან კონფლიქტების დაბრუნების ტენდენციები, რათა განწმენდა და შეცდომების გამოსწორება მოხდეს თქვენი მხრიდან.
ახალი დაწყებებისთვის, განსაკუთრებით პროფესიულ ან ფინანსურ გადაწყვეტილებებში, სიფრთხილე საჭიროა — უკეთესი იქნება მოთმინება, ვიდრე იმპულსური ნაბიჯი.
ენერგეტიკულად, ეს პერიოდი შეგიქმნით შესაძლებლობას შეაფასოთ საკუთარი პროგრესი, და მოძებნოთ ახალი გზები ძველი სირთულეების დასაძლევად.
გიწერთ, რეკომენდაციებს თითოეული ზოდიაქოს წარმომადგენლისთვის. ეს არის გზამკვლევი, რომელიც 9.11.25 - 29.11.25 პერიოდში გამოგადგებათ!
ვერძი
მერკური რეტროგრადული, (9–29.11.2025) ვერძისთვის ეს პერიოდი არის მოქმედების გაჩერებისა და შინაგანი მსჯელობის დრო, რაც სავსეა გამოწვევებით, თუ არ იქნება რბილი და გაანალიზებული მიდგომა. ეს პერიოდი ვერძებისთვის ნიშნავს, რომ კომუნიკაციაში და მიზნების მისაღწევად ინიციატივის მიღებაში შესაძლოა დაბრკოლებები გამოჩნდეს. შინაგანი ხმა და ინტუიცია უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე სწრაფი მოქმედება.
კომუნიკაცია: ყურადღება მიაქციე იმას, როგორ გადმოსცემ შენს აზრებს. მერკურის რეტროგრადის პერიოდში შეცდომები, გაუგებრობა, ან უთანხმოებები ადვილად ხდება. ჯობს მოულოდნელი კონფლიქტებისგან თავი შეიკავო.
კარიერა და პროექტები: ახალი სტარტები ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული. კარგი დროა ძველი პროექტების გადახედვისა და დახვეწისთვის.
ფინანსები: სიფრთხილე აუცილებელია კონტრაქტებში, დიდ შესყიდვებში ან ინვესტიციებში.
სულიერი და შინაგანი მუშაობა: მედიტაცია, სპორტი, ფიზიკური აქტივობები და ყოველდღიური რიტმების რეგულაცია დაგეხმარება ენერგიის სტაბილიზაციაში.
ენერგეტიკული (ნუმერო-ტარო) გზავნილი: „ჩამოჯექი, გაიაზრე, გადაარჩინე შენი ენერგია – ჭკვიანურად მოთმინება სამომავლო მნიშვნელოვანი საკითხებისთვისაა უკეთესი“.
პრაქტიკული რჩევები ვერძებისთვის ჩემგან..
მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუბარი. ნუ იჩქარებ ახალ კონტრაქტებს, პროექტებსა და პარტნიორობებს.
გამოიყენე ძოწის ან კორალის ქვის ენერგია აქტივობისა და თავდაჯერებულობის გასამყარებლად.
შეინარჩუნე რეგულარული ფიზიკური აქტივობა – ეს დაგეხმარება დაძაბულობის დასაშოშმინებლად.
კურო
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდულად სტაბილურობისა და კომუნიკაციის განსაზღვრების დრო, განსაკუთრებით პირადი რესურსებისა და სამომავლო გეგმების თვალსაზრისით. კუროსთვის სამყაროს ყურადღება გადაინაცვლებს თვითმმართველობასა და გადაწყვეტილებების სიზუსტეზე. ეს დრო შედეგების აწონ-დაწონას, ვადების გადახედვას და ურთიერთობების მოწესრიგებას მოითხოვს.
ფინანსები და მატერიალური სიჯანსაღე: დიდი ხარჯები, ან ახალი ინვესტიციები არ არის რეკომენდებული. ჯობს შეაფასოთ არსებული რესურსები და დაგეგმოთ მომავალი.
კომუნიკაცია: შესაძლოა ძველი საკითხები დაბრუნდეს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, შეცდომები გამოასწოროთ და ურთიერთობები გაამყაროთ.
კარიერა და პირადი პროექტები: ახალი სტარტები (საწყისები) ჯერ ნაადრევია; გადაახედეთ მიმდინარე პროექტებს, დახვეწეთ სტრატეგია.
სულიერი განწყობა: მედიტაცია, ბუნებაში სიარული, და ფიზიკური აქტივობები დაგეხმარებათ ენერგიის სტაბილიზაციაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი კუროსთვის: „სწრაფი ნაბიჯების ნაცვლად, დაფიქრდი და გააუმჯობესე არსებული – ნელი, მაგრამ სტაბილური გზა ყოველთვის მყარია.“
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
იყავი მოთმინებით გადაწყვეტილებების მიღებაში.
გამოიყენე ფირუზის, ან სარდიონის ქვები სიფრთხილისა და სულიერი სიმშვიდის მხარდაჭერისთვის.
ფოკუსირდი დღიურ გეგმაზე, ყოველდღიურობასა და მცირე დეტალებზე.
ტყუპები
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდულად ინტელექტუალური და კომუნიკაციური გამოწვევების, თვითშეფასებისა და ყურადღების გამახვილების დრო. ტყუპებისთვის აჩენს სიტუაციებს, სადაც გონებრივი რესურსებისა და კომუნიკაციის სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაძლოა ძველი შეხსენებები, ქაღალდი საქმეები ან გაუხსნელი საკითხები დაბრუნდეს, რომ დასრულდეს.
კომუნიკაცია: ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს — არასწორად გაგებით ან გაუგებრობით გამოწვეული კონფლიქტები უფრო მარტივად შეიძლება წარმოიქმნას.
სწავლა და ინფორმაცია: ძველი ცოდნის ან უნარების გადახედვა ხელს შეგიწყობთ მომავლის პროექტებში.
კარიერა და შეთანხმებები: ახალი შეთანხმებები და კონტრაქტები არ არის რეკომენდებული. უკეთესია ძველი პროექტების დახვეწა/დასრულება.
სოციალური ქსელები და ურთიერთობები: შესაძლოა ძველი ნაცნობები ან მეგობრები დაბრუნდნენ, რის საშუალებითაც გაიაზრებთ ურთიერთობებსა და საკუთარ პოზიციას მათში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი ტყუპებისთვის: „მშვიდად მოსმინე, დაფიქრდი და მხოლოდ მერე უპასუხე — გონება და სიტყვა იძენს სიძლიერეს მოთმინებასა და დაკვირვებაში“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
ჩაიწერე ყველა მნიშვნელოვანი იდეა ან “ნიშანი” დღიურში.
გამოიყენე ციტრინის ან ცირკონის ქვები კონცენტრაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.
პატარა ფოკუსირებული მედიტაციები და სულიერი ტექნიკები დაგეხმარება სტრესის მართვაში.
კირჩხიბი
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია შინაგანი ემოციების, ოჯახური საკითხების და პირადი უსაფრთხოების გადახედვაზე.
კომუნიკაცია, კარიერა და გარე ამბები შესაძლოა თქვენთვის ემოციურად შემაკავებელი ან დამძაბველი გახდეს. ყურადღება გადაიტანება ძველ ურთიერთობებსა და სახლში მიმდინარე საკითხებზე.
ოჯახი და შინაური გარემო: შესაძლოა ძველი კონფლიქტები ან გაუგებრობები დაბრუნდეს, რომ თქვენ ამ საკითხებს სხვაგვარად შეხედოთ და მშვიდად გადაწყვიტოთ პრობლემები.
კომუნიკაცია: სიტყვების და ემოციების გონივრული გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, რათა გაუგებრობები არ გაჩნდეს.
ფინანსები და სარგებელი: ახალი ინვესტიციები ან მნიშვნელოვანი შესყიდვები არ არის რეკომენდებული; უფრო მნიშვნელოვანია მიმდინარე მდგომარეობის გადახედვა.
სულიერი განწყობა: მედიტაცია, წყლის პროცედურები, მშვიდი გარემო დაგეხმარებათ, სტრესისგან გათავისუფლებასა და ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი კირჩხიბებისთვის: „შეაერთე გონება და ემოციები ერთად — იცოდე, სიმშვიდე შენს შინაგან სიძლიერედ იქცევა“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
იყავი მოთმინებით კომუნიკაციაში ოჯახსა და ახლობლებთან.
გამოიყენე როდონიტის ან ქარვის ქვები შინაგანი სიმშვიდისა და ემოციური სტაბილურობისთვის.
მიაქციე ყურადღება სიზმრებსა და ინტუიციურ ნიშნებს — ისინი ახლა უფრო ძლიერი გზამკვლევი არიან.
ლომი
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მოითხოვს შინაგანი ძალის, სულიერი თვითშეფასების და ურთიერთობებში სიფრთხილისკენ ფოკუსირებას. ლომებისთვის გამოწვევები წარმოიქმნება კომუნიკაციაში, პირად იმიჯსა და პროფესიულ ინტერესებში. საჭირო იქნება ძველი პროექტებისა და ურთიერთობების გადახედვა, შეცდომების გამოსწორება და დროის უკეთესი მართვა.
კომუნიკაცია და კარიერა: საწყის ეტაპზე ახალი ინიციატივები არ არის რეკომენდებული. ჯობს გადახედოთ ძველ პროექტებს, აღადგინოთ კავშირები და შეამოწმოთ დეტალები.
პირადი იმიჯი და თვითშეფასება: შესაძლოა გაჩნდეს სერიოზული შინაგანი კითხვები საკუთარი უნარებისა და წარმატებების მიმართ. ეს დროა ინტროსპექციისთვის და თვითშემოწმებისთვის.
ფინანსები: ახალი ინვესტიციები და დიდი შესყიდვები რეკომენდებული არაა; ეცადეთ ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად შეინარჩუნოთ.
სულიერი განვითარება: მედიტაცია, შემოქმედებითი აქტივობები. ენერგეტიკული პრაქტიკები დაგეხმარებათ ენერგიის ბალანსირებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი ლომებისთვის: „შენი სინათლე ძლიერია, მაგრამ დროებით დაჩრდილვა შენს ფოკუსს აძლიერებს — იყავი მოთმინებით, ფოკუსირდი შენს დროზე ყველაფერი დადგება თავის ადგილას“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
იყავი ყურადღებიანი სიტყვებზე და ფიქრზე კომუნიკაციისას.
გამოიყენე ვეფხვის თვალი ან ცირტინი ენერგიის სტაბილიზაციისა და თავდაჯერებულობის მხარდასაჭერად.
კარგი დროა შინაგანი ფოკუსის გაძლიერებისა და დღის წესრიგის მოწესრიგებისთვის.
ქალწული
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) არის პერიოდი, რომელიც მიმართულია შინაგანი ორგანიზაციის, დეტალებზე ფოკუსისა და კომუნიკაციის სიზუსტის გასაზრდელად. ქალწულებისთვის ახლა მნიშვნელოვანია დეტალების გადახედვა, ძველი საქმეების დასრულება და კომუნიკაციის სიზუსტე. შესაძლოა, ძველი საქმეები ან დავიწყებული პროექტები დაბრუნდეს, რომ მოითხოვოს შენგან ყურადღება და დახვეწას.
კომუნიკაცია: სიტყვები და წერილობითი კონტაქტი განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს - შესაძლოა, გაუგებრობები წარმოიშვას.
კარიერა და პროექტები: ახალი სტარტები არც ახლაა რეკომენდებული; გამოიყენეთ დრო, ძველი პროექტების დასახვეწად და გეგმების გადახედვისთვის.
ჯანმრთელობა და ყოველდღიურობა: რეგულარული რუტინა, ძილი, კვება და სხეულის დაცვა დაგეხმარებათ ენერგიის სტაბილიზაციაში.
სულიერი განწყობა: მედიტაცია, მედიტაციური წერის პრაქტიკა, ეს ენერგეტიკული სამუშაოები დაგეხმარებათ ფოკუსის გაძლიერებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი ქალწულებისთვის: „დეტალებში ნაპოვნი სიზუსტე, მოთმინებასთან ერთად, გეხმარება ძლიერი და გამართული შედეგის მიღებაში“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
ჩაიწერე მნიშვნელოვანი დეტალები დღიურში. გამოიყენე ალექსანდრიტი ან ქრიზოლიტი კონცენტრაციისა და კომუნიკაციის გაძლიერებისთვის. მიაქციე ყურადღება ძველი, ნახევრად დასრულებული საქმეების დასრულებას.
სასწორი
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია ურთიერთობების, კომუნიკაციისა და სამართლიანობის საკითხების გადახედვაზე. სასწორებისთვის მნიშვნელოვანია შეამოწმონ ურთიერთობები, დააფიქსირონ დეტალები და მოაგვარონ ძველი უთანხმოებები. შესაძლოა ძველი ნაცნობები ან საქმიანი პარტნიორები დაბრუნდნენ, რათა გქონდეთ შანსი წარსულის საკითხების მოგვარებაზე.
ურთიერთობები: ეს დრო იდეალურია ძველი ურთიერთობების შეფასებისთვის, გაუგებრობების გამოსასწორებლად და ურთიერთობის გაძლიერებისთვის.
კომუნიკაცია: ყურადღება მიაქციეთ სიტყვებსა და წერილობითი შეტყობინებებს, რათა გაუგებრობები არ წარმოიშვას.
კარიერა და ფინანსები: ახალი შეთანხმებები ან დიდი შესყიდვები არ არის რეკომენდებული; ჯობს ძველი პროექტების დახვეწა.
სულიერი განვითარება: მედიტაცია, დღიური, ენერგეტიკული პრაქტიკები დაგეხმარებათ ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი სასწორებისთვის: „მშვიდად გაანალიზე, მოისმინე და დაამყარე ჰარმონია — დაბალანსებული სიტყვა უფრო ძლიერია“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
გამოიჩინე მოთმინება კომუნიკაციაში მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახთან. გამოიყენე ვარდისფერი კვარცი ან ლაბრადორიტის ქვა, ურთიერთობებისა და შინაგანი ჰარმონიის მხარდასაჭერად. ჩაიწერე ყველა მნიშვნელოვანი იდეა ან წინადადება, რათა არ დაკარგო დეტალები.
მორიელი
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია შინაგანი ტრანსფორმაციის, ფსიქოლოგიური სიღრმეების და ხანგრძლივი გეგმების გადახედვისკენ. მორიელებისთვის საჭირო იქნება ძველი საქმის დახურვა, ინტუიციის გამოყენება და ემოციების კონტროლი. შესაძლოა, ძველი ადამიანები, ურთიერთობები ან დაუმთავრებელი პროექტები დაბრუნდეს, რომ გადახედო მათ მნიშვნელობას და მიმართულებას.
შინაგანი ტრანსფორმაცია: კარგი დროა ფსიქოლოგიური ან სულიერი მუშაობისთვის, ინტუიციის გაძლიერებისთვის და შინაგანი ნიშნების აღსაწერად/დასაკვირვებლად.
კომუნიკაცია: სიტყვები და წერილობითი ფორმები, მიმოწერა მოითხოვს სიფრთხილეს; შეცდომები მარტივად შეიძლება „გაიპაროს”.
კარიერა და ფინანსები: ახალი პროექტები ან ინვესტიციები ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული; ძველი საქმეების დახვეწა უკეთესია.
სულიერი პრაქტიკები: მედიტაცია, ენერგეტიკული სამუშაოები, მინერალების გამოყენება, დაგეხმარებათ ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი მორიელებისთვის: „გახსენი შინაგანი თვალები, შეისწავლე გონება და ემოცია — რეალური ძალა მათ დალაგებაშია“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან: გამოიყენე ტურმალინი ან ობსიდიანი ემოციური დაცვისა და ინტუიციის გაძლიერებისთვის.
ჩაიწერე სიზმრები და ინტუიციური ნიშნები — ახლა ისინი ძლიერ გზამკვლევებს წარმოადგენენ.
მოერიდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ახალი პროექტების ან ფინანსური დოკუმენტების ნაწილში.
მშვილდოსანი
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია შინაგანი ხედვების, მიზნების გადახედვისა და გადაწყვეტილებების დეტალიზაციისკენ. შესაძლოა შექმნილიყო დაბნეულობა მიზნებსა და კომუნიკაციაში, განსაკუთრებით ახალი პროექტების ან დიდი გადაწყვეტილებების დროს. ამიტომ, ძველი საკითხები, ან დაუმთავრებელი გეგმები შესაძლოა დაბრუნდეს, რათა დაარეგულირო/გადაჭრა და დახვეწო.
კომუნიკაცია: სიტყვების სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პროფესიულ ან პირად ურთიერთობებში.
პირადი მიზნები და კარიერა: არ არის რეკომენდებული ახალი სტარტები; დროა ძველი პროექტების დახვეწისთვის, ან სამომავლო ხედვების გაკონტროლებისთვის.
ფინანსები: ახალი ინვესტიციები და დიდი შესყიდვები ამ პერიოდში სიფრთხილეს საჭიროებს.
სულიერი განვითარება: მედიტაცია, შემოქმედებითი აქტივობები, ბუნებაში სიარული დაგეხმარებათ ენერგიის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი მშვილდოსნებისთვის: „შეისწავლე გზა, გადახედე რუკას და მხოლოდ შემდეგ გადადგი ნაბიჯი — სიბრძნე მოთმინებაშია“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
ჩაიწერე ყველა მნიშვნელოვანი იდეა ან წინადადება დღიურში. გამოიყენე ტურმალინი ან ლაზურიტი ენერგიის ბალანსისთვის და გადაწყვეტილებების სიზუსტისთვის. მოერიდე აჩქარებულ მოქმედებებს, განსაკუთრებით ახალი პროექტებისა და პარტნიორობების ნაწილში.
თხის რქა
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია კარიერულ, ფინანსურ და პირად პასუხისმგებლობებზე სიღრმისეულ გადახედვაზე. თხის რქებისთვის მნიშვნელოვანი ხდება სამომავლო გეგმების გადახედვა, ძველი პროექტების დასრულება და დეტალების მოწესრიგება. შესაძლოა ძველი ვალდებულებები ან პროექტები დაბრუნდეს, რათა ყურადღება მიაქციო მათ.
კარიერა და პროექტები: ახალი პროექტების დაწყება ამ პერიოდში სიფრთხილეს საჭიროებს; ჯობს ძველი პროექტები დახვეწოთ.
ფინანსები: დიდი ინვესტიციები და მნიშვნელოვანი შესყიდვები რეკომენდებული არაა — ეს დროა რესურსების გადახედვისთვის.
კომუნიკაცია: ყურადღება მიაქციეთ სიტყვებსა და წერილობით ფორმებს, რათა გაუგებრობები არ წარმოიშვას.
სულიერი პრაქტიკები: მედიტაცია, დღის წესრიგის და “შიდა ორგანიზაციის” მოწესრიგება დაგეხმარებათ ენერგიის სტაბილიზაციაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი თხის რქებისთვის: „სტაბილურობა არ ნიშნავს აჩქარებას შედეგისთვის — ნელი, სტაბილური ნაბიჯები შენს გზას უფრო უსაფრთხოს ხდის.“
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
გამოიყენე სედოლიკის ან აქატი (აგატი) სტაბილურობის, თავდაჯერებულობისა და ფოკუსის მხარდასაჭერად. ჩაიწერე მნიშვნელოვანი დეტალები დღიურში და შეაფასე ძველი გეგმები. დროებით შეზღუდე ახალი კონტრაქტები, ინვესტიციები და მნიშვნელოვან პირად გადაწყვეტილებებში აჩქარება.
მერწყული
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია კომუნიკაციის, სოციალური კავშირების და გონებრივ „გონება აჩქარებულობაზე“ კონტროლისთვის. ამ პერიოდმა, მერწყულისთვის შესაძლოა გამოიწვიოს გასაფორმებელი შეთანხმებების გადადება, „დაუცველი“ კომუნიკაცია ან მოულოდნელი შეზღუდვები. საუკეთესო დროა შინაგანი ანალიზისთვის, ძველი პროექტების გადახედვისა და გეგმების დარეგულირებისთვის.
კომუნიკაცია: განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სიტყვებში, მიმოწერასა და ონლაინ ურთიერთობებში.
სოციალური ქსელები და მეგობრები: ძველი ნაცნობები შესაძლოა დაბრუნდნენ, რაც საშუალებას გაძლევთ ურთიერთობები უკეთ განაახლოთ ან დახუროთ.
კარიერა და პროექტები: ახალი ინიციატივები არ არის რეკომენდებული; დროის უმეტესობა მიაქციეთ მიმდინარე პროექტების ანალიზს.
სულიერი განვითარება: მედიტაცია, ენერგეტიკული პრაქტიკები, წერილები ან დღიური დაგეხმარებათ ფოკუსისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი მერწყულისთვის: „დაამშვიდე გონება, მოისმინე და მხოლოდ შემდეგ მოიმოქმედე — ინტუიცია ახლა საუკეთესო რჩევაა“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
გამოიყენე აკვამარინი ან ჰემატიტის ქვები კონცენტრაციისა და კომუნიკაციის მხარდაჭერისთვის. ჩაიწერე მნიშვნელოვანი იდეები ან ნიშნები დღიურში. მოერიდე აჩქარებულ გადაწყვეტილებებს ახალი პროექტებისა და ფინანსების ნაწილში.
თევზები
მერკური რეტროგრადული (9–29.11.2025) იქნება პერიოდი, რომელიც მიმართულია ინტუიციის, ემოციური გრძნობების და შინაგანი პროცესების გადახედვაზე. თევზებისთვის მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე, სულიერი რეფლექსია და ძველი საკითხების ანალიზი. შესაძლოა, ძველი ადამიანური კონტაქტები, მნიშვნელოვანი პროექტები ან დავიწყებული იდეები დაბრუნდეს, რომ გადაიხედოს და გადაწყდეს.
ინტუიცია და ემოცია: შინაგანი ხმა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ემოციური გადაწყვეტილებები და სიზმრები უფრო მკაფიო გზამკვლევებად იქცევა.
კომუნიკაცია: სიტყვები და წერილობითი კონტაქტები (მიმოწერა) მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან “გაგება” შესაძლოა გაუგებრად იქცეს.
პირადი და სულიერი განვითარება: მედიტაცია, წყლის პროცედურები, შემოქმედებითი აქტივობები დაგეხმარებათ ენერგიის სტაბილიზაციაში.
ფინანსები და პრაქტიკული საკითხები: ახალი ინიციატივები ან დიდი შესყიდვები ამ პერიოდში რეკომენდებული არაა; ძველი საქმეების გადახედვა უკეთესია.
ენერგეტიკული ნუმერო-ტარო გზავნილი თევზებისთვის: „შეისმინე შინაგანი ხმა და სიზმრები — ინტუიცია ახლა შენი საუკეთესო რჩევაა“.
პრაქტიკული რჩევები ჩემგან:
გამოიყენე ფლუორიტი ან ქალცედონი ინტუიციის გაძლიერებისა და ემოციური ჰარმონიისთვის.
ჩაიწერე ყველა მნიშვნელოვანი ნიშანი, სიზმარი ან წინათგრძნობა დღიურში.
მოერიდე აჩქარებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ახალი პროექტების ან ფინანსების ნაწილში.
შევაჯამოთ, ნოემბრის რეტროგრადული მერკური 9.11.2025–29.11.2025 ეს პერიოდი ყველასთვის არის „შესაჩერებელი” სარკე: ძველი საქმეების დასრულება, შეცდომების გამოსწორება, შინაგან ხმაზე ფოკუსირება.
ზოგადი საერთო ნუმერო-ტარო გზავნილი: „შეაჩერე აჩქარება, უსმინე შიგნიდან ხმას და ნაბიჯები სიფრთხილით გადადგი — სიბრძნე მოთმინებაშია“.
შემაჯამებელი, ზოგადი ენერგეტიკული რჩევა: მედიტაცია, დღიური, მინერალები (შეირჩიე შენი ნიშნის მიხედვით) — შენს შინაგან ხმას გააძლიერებს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან ახალი შემოთავაზება“ - 7 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი
🎥 „მართლა ვერ ვხვდები...“ - ბარბარა სამხარაძეს ტყუპი და ჰყავს? რას ამბობს მომღერალი