ასტროპროგნოზი: 21 მარტი - შაბათი
დღის სიმბოლო: მგზნებარე ფენიქსი
დღის ენერგია: განახლება, სიმამაცე, გარღვევა
დღის დევიზი: „დაწვი ძველი - აფრინდი ახლებურად“
ეს დღე ჰგავს ელვას: კაშკაშა, მკვეთრი და გამომაფხიზლებელი. შიგნიდან თითქოს ცეცხლი ინთება, რომელიც ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ. გაგიჩნდებათ ცვლილებების სურვილი და ეს იქნება არა უბრალოდ სურვილი, არამედ აუცილებლობა.
💼 საქმეები და ფინანსები: იდეალური მომენტია სტარტისთვის, გადამწყვეტი ნაბიჯებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვის. რისკი გამართლებულია, თუ ის შინაგანი თავდაჯერებულობიდან მოდის. ნუ შეგეშინდებათ კურსის შეცვლის.
❤️ ურთიერთობები: ემოციები პიკზეა , ვნებიდან ეჭვიანობის აფეთქებამდე. მნიშვნელოვანია არა დანგრევა, არამედ ტრანსფორმაცია. გულწრფელი საუბარი შეიძლება გარდატეხის წერტილად იქცეს.
🧠 მდგომარეობა და ენერგია: ძალების მოზღვავებაა, თუმცა მოსალოდნელია იმპულსურობაც. მიმართეთ ენერგია მოქმედებისკენ: სპორტი, შემოქმედება, მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გამოსავალს გაღიზიანების სახით იპოვის.
🌱 პიროვნული განვითარება: ინსაიტების (გონების განათების) დღეა. შეიძლება მოულოდნელად მიხვდეთ, საით იმოძრაოთ შემდგომში. მოუსმინეთ შინაგან ხმას , ის დღეს ჩვეულებრივზე ხმამაღლა საუბრობს.
🔮 დღის რჩევა: ნუ ჩაეჭიდებით ჩვეულს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაცნობია. დღეს ძალა სიმამაცეშია -გაუშვით ძველი და ენდეთ სიახლეს. გადადგით თუნდაც ერთი ნაბიჯი იქით, სადაც ადრე გეშინოდათ - სწორედ იქ არის თქვენი ზრდის წერტილი.
🌌 დღის ინტრიგა: ის, რაც დღეს დასასრულად გეჩვენებათ - სინამდვილეში დასაწყისია. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ხართ თუ არა მზად ძველის გასაშვებად. ნანა სირანაშვილი მზად ვარ ძველის გასაშვებად და ახლის მისაღებად
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.facebook.com