Digest Logo

„ემოციების მართვა დაგჭირდება, გაუშვი ძველი წყენა, გამოიჩინე დიდსულოვნება“ - 22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1790021380
ასტროლოგია, ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი 22 სექტემბრისთვის:

♈️ ვერძი: მეტი სირბილე და მოქნილობა გმართებს. მოერიდე მკვეთრ სიტყვებს, იზრუნე ახლობლებზე და ყურადღება კეთილ საქმეებზე გადაიტანე.

♉️ კურო: ყურადღების ცენტრში მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა იქნება. კარგი დროა გულწრფელი საუბრისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის.

♊️ ტყუპები: პროფესიულ საკითხებში ინტუიციას ენდე. ნუ დააჩქარებ მოვლენებს სიმშვიდე და დიპლომატია უკეთეს შედეგს მოგიტანს.

♋️ კირჩხიბი: დროა, სულიერი ჰორიზონტები გააფართოო. წაიკითხე, დაუთმე დრო სიმშვიდეს, აკეთე სიკეთე და საკუთარი თავის რწმენა გაიმყარე.

♌️ ლომი: ემოციების მართვა დაგჭირდება. გაუშვი ძველი წყენა, გამოიჩინე დიდსულოვნება და მოერიდე კონფლიქტებს.

♍️ ქალწული: ყურადღების ცენტრში პარტნიორული ურთიერთობები იქნება. კარგი დღეა შერიგებისთვის, სინაზისა და ახლობლებისთვის თბილი სიტყვების სათქმელად.

♎️ სასწორი: იზრუნე ჯანმრთელობასა და შინაგან სიმშვიდეზე. ყოველდღიური საქმეები აუჩქარებლად აკეთე.

♏️ მორიელი: დღე შემოქმედებასა და გულწრფელ გრძნობებს მიუძღვენი. სითბო აჩუქე საყვარელ ადამიანებს და შთაგონებისთვის გული გახსენი.

♐️ მშვილდოსანი: ყურადღება სახლზე, ოჯახსა და სიმყუდროვეზე გადაიტანე. საღამო ახლობლებთან გაატარე და თბილი გარემო შექმენი.

♑️ თხის რქა: კარგი დღეა თბილი შეხვედრების, სასიამოვნო ამბებისა და გულწრფელი საუბრისთვის. შენმა სიტყვებმა დღეს შეიძლება ვინმე გაამხნეოს.

♒️ მერწყული: წინ წამოიწევს პირადი ჰარმონიისა და რესურსების საკითხები. გაახარე საკუთარი თავი ან საყვარელი ადამიანი პატარა საჩუქრით.

♓️ თევზები: დღის მეორე ნახევარში მთვარე შენს ნიშანში გადადის. ინტუიცია, მომხიბვლელობა და მგრძნობელობა გაძლიერდება. მოუსმინე საკუთარ გულს ის სწორ გზას გაჩვენებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

საცურაო კოსტიუმი და „კაზაჩოკი“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური კადრები

🎥 „ჩემი მშვენიერი ქვეყანა“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ჯამბურია

„ეს საქართველოა...“ - თათა გიორგობიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ესტუმრა