Digest Logo

„ეს საქართველოა...“ - თათა გიორგობიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ესტუმრა

1790016113
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი თათა გიორგობიანი ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს.

მან სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, რაც მცხეთა-მთიანეთის მხარეშია გადაღებული:

„ეს საქართველოა...“, - წერს მომღერალი. 

თათა გიორგობიანი ცნობილი ქართველი მომღერალი, ტელესახე და ფსიქოლოგია, რომელმაც ფართო საზოგადოებრივი აღიარება ტელეკომპანია „იმედის“ პოპულარული გადაცემიდან, „ღამის შოუს ბენდიდან“ მოიპოვა.

მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად, თათა აქტიურად არის დაკავებული ფსიქოლოგიით. მას დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს, ასევე არის ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი.

მისი მეუღლე კონსტანტინე მოსიძეა. წყვილის ქორწინებას წინ უსწრებდა პირდაპირ ეთერში, გადაცემის ჩაწერის დროს ხელის თხოვნა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tata Giorgobiani (@tatagiorgobiani__)

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეგიძლია ათასი პრაქტიკით დაკავდე და ამდენივე ავგაროზი ატარო, მაგრამ...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

„წარმატება ახალ საქმეებში, ავარიებისა და ტექნიკური პრობლემების რისკი“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

„ბევრს ჰგონია, ურთიერთობაში ემოციების განელება გრძნობის გაქრობას ნიშნავს, თუმცა...“ - რას წერს ფსიქოლოგი