Digest Logo

საცურაო კოსტიუმი და „კაზაჩოკი“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური კადრები

1790019804
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი, პიკანტური კადრები გაავრცელა:

„როგორ მოგიხდებიდა მისის ადამსის როლი❤️😇 დაამშვენებდი ჰოლივუდს“.

„ულამაზესი ხარ“.

„ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური“, - წერენ კომენტარებში. 

ალექსანდრა პაიჭაძე ქართული შოუბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და განხილვადი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში ადრეულ ასაკში დაიწყო და სწრაფად მიაღწია წარმატებას - მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფოტოსესიასა და მოდის კვირეულში.

სამოდელო სფეროს გარდა, ალექსანდრამ ძალები ტელევიზიაშიც სცადა, სადაც სხვადასხვა გასართობი გადაცემის წამყვანისა და სტუმრის ამპლუაში ხშირად გვევლინებოდა. ის აქტიურადაა ჩართული სოციალურ მედიაში და ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქართველ ინფლუენსერად, რომელიც ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობს.

მოდელი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ვიზუალითა და უნაკლო გემოვნებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშითა და თამამი, განხილვადი განცხადებებით იპყრობს. მას ორი შვილი ჰყავს და ხშირად უზიარებს გამომწერებს დედობისა და კარიერის შეთავსების საკუთარ გამოცდილებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი მშვენიერი ქვეყანა“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ჯამბურია

„ეს საქართველოა...“ - თათა გიორგობიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ესტუმრა

„შეგიძლია ათასი პრაქტიკით დაკავდე და ამდენივე ავგაროზი ატარო, მაგრამ...“ - რას წერს ეზოტერიკოსი