10 სექტემბერი დღე 1–2–3-ის ენერგიით:
ჩემო ძვირფასებო, ხვალ ახალმთვარეობაა, ამიტომ დღეს ემოციებმა შეიძლება პიკს მიაღწიოს.
შესაძლოა გახდეთ უფრო მგრძნობიარე, ადვილად გეწყინოთ და განსაკუთრებულად მოგინდეთ ყურადღება. მოგინდებათ, ჩაგეხუტონ, მოგეფერონ და გითხრან: „მე შენ გვერდით ვარ“
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმარისად არ უყვარხართ, არ გისმენენ და საერთოდ არავის ადარდებთ. საყვარელი ადამიანიც თუ არ პასუხობს თქვენს შეტყობინებას, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ შესაძლოა, უბრალოდ დაკავებულია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხართ.
რა არის დღეს მნიშვნელოვანი:
ჩაიტარეთ წყალთან დაკავშირებული პრაქტიკები: მიიღეთ შხაპი ან დაიბანეთ სახე იმ განზრახვით, რომ წყალი დაღლილობასა და შფოთვას ჩამოგრეცხავთ.
მოიშორეთ ზედმეტი ნივთები ან მარილიანი წყლით გაწმინდეთ შესასვლელი კარი, კუთხეები და შემოსასვლელი სივრცე.
საღამოს შეგიძლიათ სანთელი დაანთოთ და ცეცხლს სთხოვოთ, წაიღოს ყველაფერი მძიმე.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩახუტება, მოფერება და საკუთარ გრძნობებზე საუბარი — პრეტენზიებისა და წყენის გარეშე.
თუ ტირილი ან გაბუტვა მოგინდებათ, სასეირნოდ წადით. ასევე დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით: ხატეთ, იცეკვეთ, მოამზადეთ გემრიელი კერძი და შექმენით სილამაზე და აუცილებლად აჩუქეთ საკუთარ თავს სიყვარული.
იყავით სიყვარულით განებივრებულები, ბედნიერები და წარმატებულები. დაე, დღევანდელმა დღემ მოგიტანოთ სინაზე, ყურადღება და უამრავი ბედნიერი ნიშანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕10 სექტემბრის გზავნილი - „გაბედე და დიდი სურვილები ჩაიფიქრე“