3 მარტს, თბილისის დროით 15:37 საათზე მთვარის სრული დაბნელება ქალწულის 12°53’-ზე გველოდება.
ქალწულის ზოდიაქო დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ყოველდღიურ რუტინასთან, ჩვევებთან, სამუშაო პროცესებთან და განწმენდასთან.
იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში კარმული დერეფანზე საუბრობს და ამბობს, რომ ეზოტერულად ეს არის ემოციის პიკი, რა დროსაც ზედაპირზე დაგროვილი კარმა ამოდის:
„3 მარტი არის კარმული დერეფანი: „სისხლიანი მთვარე” და მზის დაბნელება.. არ არის ყოველი სავსე მთვარე ერთნაირი და არც ყოველი დაბნელება მოდის უბრალოდ „გასაფრთხილებლად“.
პირველ რიგში უნდა განვიხილო მეცნიერულად, „სისხლიანი მთვარე“ რეალურად არის სრული მთვარის დაბნელება. ამ დროს დედამიწა ზუსტად მზესა და მთვარეს შორის ექცევა და ჩრდილი ფარავს მთვარეს..
ბევრი მეკითხება, რატომ ხდება მთვარე წითელი? მიზეზი არის რეილის გაფანტვა (Rayleigh scattering) იგივე ფიზიკური პროცესი, რის გამოც მზის ჩასვლისას ცა წითლდება ხოლმე ზღვაზე, ხომ გინახავთ?
როცა მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროში გადის, ლურჯი სპექტრი მეტად იფანტება, ხოლო წითელი ტალღები აღწევს და ირეკლება მთვარეზე. ამიტომ იგი იღებს მუქ, სისხლისფერ ტონს. რაც შეეხება მზის დაბნელებას, ის მაშინ ხდება, როცა მთვარე დგება მზესა და დედამიწას შორის და ფარავს მზის დისკოს.
ასტრონომიულად საინტერესოა ისიც, რომ დაბნელებები ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მზე ახლოსაა ე.წ. მთვარის კვანძებთან, ანუ წერტილებთან, სადაც მთვარის ორბიტა კვეთს დედამიწის ორბიტის სიბრტყეს. ამ მოვლენას ეწოდება “დაბნელების სეზონი” და დაახლოებით ყოველ 6 თვეში მეორდება.
ახლა კი, გადავიდეთ ჩემს მოედანზე... ეზოთერულად და ენერგეტიკულად გავშალოთ საკითხი.. ზოგი ციური მოვლენა მოდის იმისთვის, რომ ჩაგხედოს თვალებში და გკითხოს, მართლა იმ ცხოვრებაში ხარ, რაც შენს სულს ეკუთვნის და უნდა?
„სისხლიანი მთვარე” - წითელი, ღრმა, პირველყოფილი. ეს არის ემოციის პიკი. ეს არის დაგროვილი კარმის ამოსვლა ზედაპირზე. ეს არის ის მომენტი, როცა სიმართლე აღარ ითმენს გადადებას.
როცა მთვარე წითლდება, იღვიძებს:
• ძველი წყენა
• დაუმთავრებელი ურთიერთობები
• გამოუთქმელი სიტყვები
• ვერ დამთავრებული ურთიერთობა/ადამიანები..
მაგრამ ის არ მოდის დასასჯელად. ის მოდის დასასრულებლად… რადგან, დასასრულის გარეშე ახალი ვერ იბადება და აქ ჩნდება მზის დაბნელება. მზე ეზოთერულად იგივეა რაც, ცნობიერება, იდენტობა, შენი „მე“..
მზის დაბნელება ყოველთვის რესტარტია. (გადატვირთვაა) ის არ გეკითხება მზად ხარ თუ არა.. ის უბრალოდ აჩერებს ძველ სცენარს და გიბიძგებს გადასვლას ახალ ხაზზე..
ამ ორი ენერგიის შერწყმა ქმნის კარმულ დერეფანს. ეს არის პერიოდი, როცა: ნიღბები ცვივა, ურთიერთობები გადადის სხვა დონეზე ან სრულდება.. გადაწყვეტილებები იღებს საბოლოო სახეს, ცხოვრება აჩქარებს იმას, რასაც თვეებით აჭიანურებდი..
გასათვალისწინებელია: თუ რამე „ინგრევა“ ამ პერიოდში, იცოდე, ის უკვე დიდი ხანია გაბზარული იყო.
დაბნელებები არ ანგრევს სტაბილურს.
ის მხოლოდ აშიშვლებს სუსტ წერტილებს/ადგილებს. ეს დრო არ არის პანიკისთვის. ეს დროა სიმართლისთვის!
შეიძლება იგრძნო:
• ემოციური ტალღები
• ინტუიციის გაძლიერება
• ძველი ადამიანების გამოჩენა
• უცნაური დამთხვევები
ეს ნიშანია, რომ ენერგია მუშაობს. რას გთხოვს ეს ცა? გააკეთო ერთი რამ: არ ჩაეჭიდო იმას, რაც დასრულდა. „სისხლიანი მთვარე“ გთხოვს გათავისუფლებას.
მზის დაბნელება გთხოვს გამბედაობას და როცა ამ ორს აერთიანებ, იბადება ახალი იდენტობა. შენი ცხოვრების შემდეგი თავი უკვე იწერება. შეკითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, შენ წერ მას შეგნებულად,
თუ სამყარო დაწერს შენს ნაცვლად?“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თათული დოლიძე იუბილარია - მსახიობი 74 წლის გახდა
🎥 როდის იქნება მამის სიტყვა კანონი? - „ამ დროს სულის ერთობა ხდება...“