Digest Logo

თათული დოლიძე იუბილარია - მსახიობი 74 წლის გახდა

1771928425
თათული დოლიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობ თათული დოლიძე იუბილარია.

იგი 74 წლის გახდა და ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში რუსთაველის ეროვნული თეატრის ადმინისტრაცია ულოცავს და ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას უსურვებს:

„რუსთაველის ეროვნული თეატრი ვულოცავთ მსახიობ თათული დოლიძეს დაბადების დღეს!

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და შემოქმედებით წარმატებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თათული დოლიძის ინტერვიუს, რომელიც მან 2024 წელს ჟურნალს „სითი“ მისცა:

მსახიობობა რომ გადავწყვიტე…

პირველი კურსის პირველი სემესტრის ბოლო იყო. მანამდე მსახიობობაზე არ მიფიქრია. ეს გადაწყვეტილება ორმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო ჟორდანიამ მიმაღებინა. რუსთაველის თეატრში კი, თემურ ჩხეიძემ მიმიყვანა.

უკან რომ ვახვევ…

ყველაზე ხშირად თავს მახსენებს ბავშვობა, ძალიან დიდი ოჯახი, სიყვარულით, ხალისით და იუმორით სავსე. სტუმრიანი, დიდი სუფრებით, შესანიშნავი მომღერლებით და მოცეკვავეებით. ბაბუაჩემიც ძალიან კარგად ცეკვავდა და მამაც. მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუები, ბიძები, მამიდა ყველა ერთად ვცხოვრობდით. არ ვიცი ამდენი ადამიანი ასე შეხმატკბილებულად, ლაღად ცხოვრებას როგორ ახერხებდა.

და ყველაზე მთავარი, ის სამი დღე, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილი მოევლინნენ ჩემს ოჯახს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მარიტა როხვაძემ ლაშა ბასლანძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა - პრემიერა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“

🎥 როდის იქნება მამის სიტყვა კანონი? - „ამ დროს სულის ერთობა ხდება...“

🎥 როგორ შეძლოს დაკავებულმა მამამ კარგი მამობა - „ამ სამყაროში გაზრდილი ბავშვი სხვას რას მიიღებს თუ არა სიყვარულს“