საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.
მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის მაგიაზე, ჯადოსა და ეგზორციზმზე საუბრობს.
„ჯადო არის დაბალ ვიბრაციული ენერგიული, მისი მოშორება მარტივად შეიძლება. რაც შეეხება მაგიას, საგვარეულო ნუსხის დაზიანებიდან წამოსულს, სჭირდება მინიმუმ 3-6 თვემდე, მაქსიმუმ 1 წელი, რომ ამ პორტალს მოშორდეს ადამიანი.
ვიყენებთ გადანაცვლების პრინციპს, ენერგეტიკული ცვლილების პრინციპს. იღებენ სხვებისგან და აძლევენ სულ სხვა ადამიანს.
რაც შეეხება ენერგეტიკულ გასუფთავებას, გააჩნია რა ენერგიებთან გაქვთ საქმე. გასუფთავება მოქმედებს პირველივე დღიდან 21 დღემდე.
რაც შეეხება მძიმე რიტუალებს, სასიყვარულო, დაშორების, გაუქმების - ეს შეიძლება იყოს 2, 6, 10 დღეში, მინიმუმ 3 თვიდან მაქსიმუმ წელიწად-ნახევარი რომ შედეგი ნახოთ.
თუ რამე არ გამოდის, ხდება იმიტომ, რომ სანამ შედეგი იქნება დგებით და სხვებს ესაუბრებით ამის შესახებ. სახლის ყიდვა როცა გინდათ, გადიხართ გარეთ და ეუბნებით ამ სიხარულს ყველას და რა ხდება? ენერგეტიკულად კვებავთ შეკვეთას და იცვლის ფერს. უმთავრესია, ეს იყოს მხოლოდ თქვენსა და შემსრულებელს შორის.
რაც შეეხება ეგზორციზმს, ქალბატონები არ აკეთებენ, შემსრულებლები მხოლოდ მამაკაცები არიან. ქალები არიან დიდი საინფორმაციო წყარო.
მაგიას ფერი არ გააჩნია. ვინც ამ საშინელებას აკეთებთ, ადრე თუ გვიან სამყაროს წინაშე აუცილებლად აგებთ პასუხს თუ სწორად არ გექნებათ გაკეთებული“, - ამბობს გოგა მანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ვიცი მომკლავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ გოგოთი არ ვიამაყო“ - რას წერს სალომე შარვაძე
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2024 წლის დეკემბერში შესაძლოა, 180 გრადუსით შეიცვალოს
⭕„იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ“ - რას ჰყვება ეკა ბესელია