Digest Logo

„ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ დიდი საქმეები დაასრულოთ“ - 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1769287424
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 25 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:

„ჰოროსკოპი 25 იანვრისთვის
  მთვარის დღე — 7 / 8
  მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე ვერძში / კუროში

ვერძი

არ ინერვიულოთ, თუ დღეს გეგმების შეცვლა მოგიწევთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ მოხდა. ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ დიდი საქმეები დაასრულოთ ან ახალი, საინტერესო მიმართულება დაიწყოთ. პაუზები გამოიყენეთ სიტუაციის ანალიზისთვის და საკუთარი რესურსების შეფასებისთვის.

კურო

დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. თუ სამსახურში ხართ, აირჩიეთ ყველაზე რთული საქმე და ბოლომდე მიიყვანეთ. თქვენი ძალისხმევას აუცილებლად შეამჩნევენ და ხელმძღვანელობაც დადებითად შეაფასებს.

ტყუპები

რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი დღეს, აუცილებლად მიიღებთ ფასეულ გამოცდილებას. შესაძლოა, ყველაფერი თავიდანვე არ გამოვიდეს, მაგრამ მიღებული ცოდნა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. გაიხსენეთ ადამიანები, ვინც ადრე დაგეხმარათ მადლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი

დღეს ბედი ნიშნებს გიგზავნით. ყურადღებით მოუსმინეთ საუბრებს და დააკვირდით მოვლენებს. შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობა ან გეგმა, რომელიც თქვენს მომავალზე იმოქმედებს. რთულ სიტუაციებში დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას და იყავით უფრო აქტიური.

ლომი

თქვენი ჩანაფიქრები დღეს ბევრად იოლად განხორციელდება. ენერგია და მოქმედების სურვილი გაძლიერდება. შესაძლებელია კოლეგების ან პარტნიორების მხარდაჭერა. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ ზედმეტი ხარჯები სჯობს გადადოთ.

ქალწული

დღევანდელი შრომა შედეგს მომავალ თვეში მოგიტანთ. იყავით მიზანმიმართული და აქტიური — ეს პროფესიულ და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. კარგი დროა გულწრფელი საუბრისთვის ახლობლებთან. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

სასწორი

დღეს შეხვდებით საინტერესო და განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან რჩევას მოგცემენ და შთაგაგონებენ. ნაცნობობები სასარგებლო იქნება — ვინმე მეგობრად დაგრჩებათ, ვინმე კი კარიერულ გზაზე დაგეხმარებათ. მიიღეთ მოწვევები და იყავით გახსნილი.

მორიელი

ყველა საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. შეგიძლიათ წარმატებით მოაგვაროთ რთული საკითხები, რომლებიც კრეატიულ მიდგომას მოითხოვს. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები — შესაძლებელია გავლენიანი ადამიანისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

მშვილდოსანი

თქვენი ხიბლი და მეგობრულობა დაგეხმარებათ საჭირო ადამიანების ყურადღების მიპყრობაში. ინტუიცია დღეს ზუსტ მიმართულებას გაჩვენებთ ენდეთ მას. წვრილმანებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, ამიტომ ყურადღება დეტალებს მიაქციეთ.

თხის რქა

დღეს შეგიძლიათ მცირე პაუზა აიღოთ და საკუთარ თავს მადლობა გადაუხადოთ უკვე შესრულებული შრომისთვის. მიღებული გამოცდილება მომავალში წარმატებასა და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. სასურველია ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან ეს მოტივაციას გაგიძლიერებთ.

მერწყული

დღე, როცა თქვენი გარეგნობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დილით მეტი ყურადღება დაუთმეთ ჩაცმულობას, ვარცხნილობასა და დეტალებს. სიტყვები, მანერები და მოძრაობები თქვენს თავდაჯერებულობას გააძლიერებს და საჭირო ადამიანებს მოგიზიდავთ.

თევზები

ახლო ადამიანების მხარდაჭერა და რჩევები მნიშვნელოვან პროგრესს მოგიტანთ. არ დაივიწყოთ ძველი მეგობრები და ნათესავები — დღევანდელი ზარი ან საუბარი ძალიან დროული იქნება. რუტინული საქმეები უფრო საინტერესოდ რომ აქციოთ, გამოიყენეთ ფანტაზია და არასტანდარტული მიდგომა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია მუხრანში მოკლულების ვინაობა - „მკვლელი ფეხით გადაადგილდებოდა, ორივე მანქანაში ჩაცხრილა“

⭕მოკლულია ორი ადამიანი - რა მოხდა მუხრანში: ახალი დეტალები

⭕„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან