Digest Logo

🎥 „ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, რადგან ამბიცია მოიმატებს“ - როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

1731308166
მიხეილ ცაგარელი

„წინ საკმაოდ რთული კვირა გვაქვს. 20 ნოემბრამდე არის ურთულესი პერიოდი, რადგან დედამიწა ზე-უარყოფით ენერგოველში გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიძაბება ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს. იყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამინდიც ცვალებადია, ამიტომ ტენდენციებს, წყალქვეშ დინებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇 

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია, ნუ გადაიღლებით და დაასვენეთ თავი, გამოიძინეთ. ფრთხილად იყავით ფინანსებთან, რადგან დანაკარგების ტენდენცია ძალიან მაღალია. ეცადეთ, მოერიდოთ ინვესტიციებს და კაპიტალდაბანდებებს. 

კურო - არ უჩივით ენერგოტონუსს, ჯანმრთელობაც მდგრადია, მაგრამ წყალქვეშა დინებებს უნდა მიაღწიოთ ყურადღება. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ფსიქოემოციური გაღიზიანება მოგემატებათ. აკონტროლეთ ემოციები, სიჯიუტე. 

ტყუპები - გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ამიტომ იყავით ყურადღებით. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ მიხვიდეთ ექიმთან, თუ მაინც და მაინც, გადაამოწმეთ დიაგნოზი. მაქსიმალური დიპლომატიურობა და თავდაჭერა გმართებთ. ნუ გააღიზიანებთ კოლეგებს.

კირჩხიბი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, ენერგოტონუსი, შარმი, მიზიდულობა გაქვთ მაღალი. ინტუიცია მზარდია, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, რადგან ამბიცია მოიმატებს. ხდებით სარკასტული, ძალიან პირდაპირი, რაც საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს. 

ლომი - ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები  მოქმედებს თქვენს საწინააღმდეგოდ. აღმოჩნდებით კრიტიკული ზეგავლენის ქვეშ, რაც გაგაღიზიანებთ. გაგიფუჭდებათ სანტექნიკა, ელექტრობა, რასაც ფინანსები დასჭირდება. არანაირი მემკვიდრეობითი საკითხი არ გადაწყვიტოთ.

ქალწული  - ენერგოტონუსი კარგია, მაგრამ ხდებით სარკასტული, გესლიანი, პირდაპირი და ჯიუტი. „ფეიკების“ ალბათობა გაქვთ მაღალი. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, მაქსიმალური ყურადღება მგზავრობა-მოგზაურობის მიმართულებით გმართებთ. 

სასწორი - ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადია. გაუფრთხილდით ემოციას, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ფულთან. არავითარი მსხვილი საყიდლები, კაპიტალ დაბანდება. გასავალი არ გქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე შემოსავალი. 

მორიელი - ყველაზე აქტიური, წარმატებული, შარმიანი და მიმზიდველი ხართ, მაგრამ თქვენი ნეგატიური თვისებები ძლიერდება. გახდებით სარკასტული, გაღიზიანებული, პირდაპირი, ულმობელი, დიქტატორი, ეჭვები ღრღნის თქვენს გონებას, რაც პრობლემებს შეგიქმნით. განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში შეგიშლით ხელს ეს ყველაფერი.

მშვილდოსანი - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ. ჯანმრთელობა არამდგრადია, ენერგოტონუსიც დაბალია, ფარული მტრები, ჭორები აქტიურად მოქმედებს თქვენს საწინააღმდეგოდ, ამიტომ ახალი არაფერი დაიწყოთ, დაასრულეთ ძველი საქმეები. არ ისაუბროთ ზედმეტი. 

თხის რქა -  ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. ყურადღებაა საჭირო შვილებთან, მეტი სითბო, ტაქტი, ყურადღება გამოიჩინეთ. ნურავის ენდობით, ფეიკების ალბათობა მაღალი გაქვთ. 

მერწყული - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს. მატულობს თქვენში სიჯიუტე, არავითარი ზედმეტი ფულის ხარჯვა. 

თევზები - აქტიური, ენერგიული და წარმატებული ხართ, მგზავრობა-მოგზაურობა, სწავლა იქნება ძალიან კარგი. ავტორიტეტს გაზრდით, მაგრამ საჭიროა ყველაფერში გქონდეთ დისტანცია. საეჭვო სიტუაციებში ნუ ჩაერევით. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედამიწა ზე-უარყოფით ენერგოველში გადადის... გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ წარმატებას მიაღწიონ - გია მურღულიას რეკომენდაციები

🎥 „თუ ნეგატიური ასპექტები წამოიწევს, ეს იქნება კარმული მითითება, რომ ცხოვრებისეულ გზას არასწორად გადიხართ“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 16 ნოემბრიდან