
ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში ყოველდღიურ, მარტივ რიტუალებს გვიზიარებს.
კონკრეტულად კი სანთლის, წყლის და ბალახების რიტუალების ჩატარებას გვასწავლის:
„რიტუალური მაგია — მარტივი ყოველდღიური რიტუალები:
რიტუალებს დიდი მასშტაბი სულაც არ სჭირდება. პატარა, მაგრამ სწორად შესრულებული პრაქტიკა უკვე ამაღლებს ენერგიას და შეგრძნება ხდება განსხვავებული.
სანთლის რიტუალი:
აირჩიე თეთრი სანთელი - სიმშვიდისთვის ან ოქროსფერი - ფინანსური ენერგიის გასააქტიურებლად.
დაანთე დილას ან საღამოს და თქვი: „ეს ალის ნათება გზას მინათებს, სიმშვიდე და სიბრძნე მოდის ჩემთან“.
სანთლის ალს 10 წუთი დააკვირდი — ეს გაწმენდს გონებას.
წყლის რიტუალი:
დადგი ჭიქა წყალი ფანჯარასთან მთვარის ან მზის სხივები რომ ხვდებოდეს.
ხმამაღლა თქვი: „წყალო, შენშია სიცოცხლის ძალა, შემინახე სისუფთავე და სიმტკიცე.“
დალევ რამდენიმე ყლუპს მადლიერებით.
ბალახების რიტუალი:
საღამოობით მოამზადე ჩაი სალბით ან ლავანდით და მისი მიღებისას იფიქრე, რომ თითოეული ყლუპი შენს აურას ამშვიდებს“, - წერს ეზოტერიკის პრაქტიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ: