Digest Logo

„სიმწიფე, ნაყოფიერება, შედეგით ტკბობა, განხორციელება და სიამოვნების მიღება“ - რას ამბობს ასტროლოგი დღის სიმბოლოზე

1765111368
ასტრროლოგია

„დღის სიმბოლოა მტკიცე ყურძნის მტევანი- სიმწიფე, ნაყოფიერება, შედეგით ტკბობა, განხორციელება და სიამოვნების მიღება იმისგან, რაც გაიზარდა, მომწიფდა და გამოვიდა. ყურძნის მტევანი ყოველთვის სიუხვეს, ცხოვრების სიხარულს, სულისა და სხეულის დღესასწაულთან ასოცირდება, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმყოფებოდეთ სიხარული და მადლიერების მდგომარეობაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს და 7 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„გთავაზობთ დღევანდელი დღის - 7 დეკემბრის ასტროლოგიურ და ენერგეტიკულ პროგნოზს, რაც საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ დღის რითმები, მართოთ თქვენი ენერგია და კვირა დღე ჰარმონიულად და ცნობიერად გაატაროთ.

დღეს ცაზე დომინირებს მთვარე კირჩხიბში, რაც უკავშირდება შინაგან სამყაროს, ემოციებს, სითბოს, სახლსა და ახლობელ ადამიანებს. როცა მთვარე კირჩხიბის ნიშანში მოძრაობს, თავისთავად აქტიურდება ცხოვრების ის მხარე, რაც ჩვენს სიმყუდროვეს, დაცულობას, ოჯახურ მხარდაჭერას, საკუთარ სივრცეს ეხება.

ამ დღეებში ყველა იწრაფის სიმშვიდისკენ, სითბოსკენ და ზრუნვისკენ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთვარე მთელი დღის განმავლობაში ჰარმონიულია - ეს კვირა დღეს კომფორტულს ხდის. გარდა ამისა, მთვარე ჰარმონიულ ასპექტშია პროზერპინასთან. ეს ასპექტი მთელი დღის განმავლობაში განმავლობაში გვეხმარება და მხარს გვიჭერს. პროზერპინა ხელს უწყობს სივრცისა და შინაგანი მდგომარეობის მოწესრიგებას, ამიტომ სასარგებლოა წესრიგის დამყარება, დოკუმენტების გარჩევა, ინფორმაციული სივრცის გასუფთავება, დაგროვილი წვრილმანების დასრულება ან ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელი ქმედებები.

ეს იდეალური დღეა დასვენებისთვის და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. შუადღიდან მთვარე უახლოვდება დიდი ბედნიერების პლანეტას - იუპიტერს. იუპიტერი ყოველთვის აძლიერებს იმას, რა ენერგიასთანაც შედის ურთიერთქმედებაში.

ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. თუ კარგ განწყობაზე გაიღვიძეთ - შესანიშნავია! შუადღისთვის ეს განწყობა კიდევ უფრო თბილი და სიხარულით სავსე გახდება. მაგრამ თუ დილით იგრძენით, რომ რაღაც ისე არაა და გაღიზიანება იჩენს თავს - უმჯობესია კონცენტრირდეთ რაიმე სასიამოვნო და დადებითზე, რათა გაძლიერდეს პოზიტივი და არა პირიქით.

დღის მეორე ნახევარში მთვარისა და იუპიტერის შეერთების გარდა იქმნება კონფიგურაცია - დიდი ტრიგონი, რომელსაც ქმნიან მთვარე - იუპიტერის შეერთება, სატურნი და მერკური. ეს კომბინაცია ააქტიურებს გონებას, ეხმარება მობილიზებაში, აზრების სტრუქტურირებაში, მომავლის დაგეგმვაში. საქმეები უფრო მარტივად მიდის, გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღება, ინფორმაცია უფრო ღრმად აღიქმება.

ამიტომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. შეგიძლიათ მიზნები დაისახოთ, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.
განსაკუთრებით სასიკეთოა ცოდნის მიღება ან გავრცელება, მგზავრობის ორგანიზება, სერიოზული ნაბიჯებისა და პროექტების განხილვა.

სივრცე თითქოს მწვანე შუქს გვინთებს - ბევრი პროცესი გასაოცრად წარიმართება, მთავარია მივენდოთ სამყაროს და გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე. გირჩევთ, გაანებივროთ თავი სასიხარულო ქმედებებით, სახლის სიმყუდროვით, გემრიელი საჭმელით, გასეირნებით, სასიამოვნო საუბრებით.

ეს დრო შესანიშნავია ემოციური კავშირების განმტკიცებისა და იმ სფეროების მოსაწესრიგებლად, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ, აჩქარების და ზეწოლის გარეშე.  საყიდლებისთვისაც ძალიან სასიკეთო დღეა.
საუკეთესოა დღეს შეიძინოთ ყველაფერი, რაც ოჯახთან, სახლთან, კომფორტთან, ინტერესებთან, სწავლასთან, მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, ასევე ბილეთები, სპეციალისტების კონსულტაციები, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული აქტივობები.

მაგრამ გაითვალისწინეთ: ღამე უკვე მთვარისა და პლუტონის ოპოზიციის ქვეშ გაივლის. ფსიქოლოგიურ დონეზე ამან შეიძლება გააძლიეროს შინაგანი კონფლიქტი, რაღაც ზედაპირზე ამოიტანოს ან სიზმრები მეტად ინტუიციური გახადოს. შესაძლებელია უძილობა, ქვეცნობიერის ზედმეტად გააქტიურება.

ამიტომ საღამოსთვის უმჯობესია მშვიდი გარემო აირჩიოთ, თავი აარიდოთ ჭარბ ინფორმაციას, არ გააღიზიანოთ ნერვული სისტემა და წინასწარ მოემზადეთ ძილისთვის, რათა ამ ასპექტის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოთ.
მთვარის დღეების მიხედვით, დღეს საღამომდე მეჩვიდმეტე მთვარის დღის ზემოქმედების ქვეშ ვართ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სიხარულით, შთაგონებითა და სინათლით სავსე დღეა.

ამ დღის სიმბოლოა მტკიცე ყურძნის მტევანი- სიმწიფე, ნაყოფიერება, შედეგით ტკბობა, განხორციელება და სიამოვნების მიღება იმისგან, რაც გაიზარდა, მომწიფდა და გამოვიდა. ყურძნის მტევანი ყოველთვის სიუხვეს, ცხოვრების სიხარულს, სულისა და სხეულის დღესასწაულთან ასოცირდება. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმყოფებოდეთ სიხარული და მადლიერების მდგომარეობაში.

მე-17 მთვარის დღის ენერგია აგვიყვანს უფრო მაღალ ვიბრაციებზე, აღვიძებს ცხოვრებით, ურთიერთობებით, გარშემო სამყაროს სილამაზით ტკბობის სურვილს, ახლობლებთან თბილ კონტაქტს, სასიამოვნო სენსორულ შეგრძნებებს.

ეს ძალიან კარგი დროა გავიაზროთ, რომ ცხოვრება მხოლოდ „უნდა“ არ არის, არამედ „მინდა“-ცაა, რომ ჩვენი სხეული ცოცხალი, მგრძნობიარე სისტემაა, რომელსაც დასვენება და სასიამოვნო შეგრძნებები სჭირდება.
შეგიძლიათ დრო დაუთმოთ სასიამოვნო საქმიანობას, მუსიკას, გემრიელ საჭმელს, გასეირნებას, მსუბუქ აქტივობას, რელაქსაციას.

დღეს შენელება ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე სიჩქარე, რადგან მე-17 მთვარის დღე მოგვიწოდებს: სიამოვნება სისუსტე კი არა, შინაგანი ენერგიის აღდგენისა და ცხოვრების გემოს შეგრძნების საშუალებაა“, - წერს ასტროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მომენატრა ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთზე მეტად ზრუნავდნენ, უყვარდათ, უფრთხილდებოდნენ“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

„მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: „მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

„მისი ენერგია მჭიდრო კავშირშია განადგურებისა და ხელახლა დაბადების თემებთან“ - ხათუნა ნოელი ვენერასა და ანტარესის შეერთებაზე