Digest Logo

„ეს კომბინაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს: მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გაჩენილი იდეები ილუზიური არ აღმოჩნდეს“ - ასტროლოგი

1775650424
ასტროლოგია

☿ → ♈ 🔥15 აპრილიდან კომუნიკაციის, აზროვნების, ინფორმაციისა და გადაადგილების პლანეტა მერკური ვერძის ზოდიაქოში გადადის.

აქ მერკური უერთდება ვერძში თავმოყრილ პლანეტარულ სტელიუმს - მარსს, სატურნს, ნეპტუნს, მზესა და ქირონს, რაც ვერძის ცეცხლოვანი და კარდინალური ენერგიის უძლიერეს კონცენტრაციას ქმნის.

ამ ენერგიის პიკი კი 15, 16, 17 აპრილსაა როდესაც მთვარეც ვერძში შედის.

მერკური ვერძში მოქმედებს კარდინალური ცეცხლის სტიქიის პრინციპით: იდეა ჩნდება სწრაფად და თითქმის იმავე წამს ითხოვს რეალიზაციას.

აზროვნება იმპულსურია, სხარტი და ხშირად - დაუფიქრებლად გულწრფელი. ამ პერიოდში ადამიანები თამამად გამოხატავენ საკუთარ აზრს, ნაკლებად ერიდებიან კონფლიქტს და უფრო მეტად არიან ორიენტირებული „სიმართლის თქმაზე“, პირდაპირობაზე, ვიდრე დიპლომატიურ და კომპრომისულ კომუნიკაციაზე.

ვერძის ენერგია აჩქარებს მერკურის თემებთან დაკავშირებულ პროცესებს - გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება, თუმცა ყოველთვის არ გადის ღრმა გააზრების ფილტრს, ამიტომ ეს ტრანზიტი ერთდროულად გვაძლევს როგორც სიმამაცეს, ასევე იმპულსურობის რისკს.

ამ პერიოდში ძლიერდება ლიდერული კომუნიკაცია: ადამიანი უფრო მეტად იწყებს, ნაკლებად ელოდება. საუბარი ხდება პირდაპირი, ზოგჯერ მკვეთრი, თუმცა გულწრფელი. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ ზოდიაქოში შესვლისთანავე მერკური უერთდება ნეპტუნს, ხოლო ეს შეერთება ზუსტდება 17 აპრილს, ახალმთვარეობის ფონზე.

ეს კომბინაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს: მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გაჩენილი იდეები ილუზიური არ აღმოჩნდეს და შეცდომაში არ შეგვიყვანოს, განსაკუთრებით ვერძის ცეცხლოვანი და კარდინალური ენერგიის გაძლიერებულ ფონზე.

მოგვიანებით მერკური უერთდება სატურნს ვერძის 7 გრადუსზე. ეს ტრანზიტი ერთგვარად აფერხებს და ამუხრუჭებს კომუნიკაციას, თუმცა პოზიტიურია იმ მხრივ, რომ ის გაფილტრავს ჩვენს აზრებს, სტრუქტურას შესძენს მათ და უფრო რეალისტურ მიმართულებას მისცემს.

ვისაც ნატალური მერკური ვერძში ჰყავს, მათთვის ეს ენერგია ბუნებრივია. ისინი აზროვნებენ სწრაფად, რეაგირებენ მყისიერად და არ ეშინიათ საკუთარი პოზიციის დაცვა. მათი სიტყვა ხშირად მოქმედებად იქცევა. მთავარი გამოწვევაა, არ ავჩქარდეთ და იმპულსის ნაცვლად გააზრებული ნაბიჯები გადავდგათ.

სხვა მხრივ, ეს საუკეთესო პერიოდია ახალი იდეების განსახორციელებლად. ვერძის ძლიერი კარდინალური მუხტი, დაწყების მძლავრი იმპულსი ამაში ხელს შეგვიწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზვიად ახრახაძე, რომელსაც ოჯახი 5 აპრილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

🎥 „მაია ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნება, ერთხელ დავარტყი, არ მახსოვს რატომ“ - რას ამბობს გია სურამელაშვილი ყოფილ ცოლზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება