Digest Logo

„ეს ტექნიკა აძლიერებს ენერგეტიკულ იმუნიტეტს და სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს...“ - როგორ გავწმინდოთ საკუთარი აურა

1758901120
ეზოტერიკაეზოტერიკა

ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში აურის გაწმენდისთვის ენერგეტიკულ პრაქტიკას გვასწავლის. 

როგორც თავად ამბობს, ადამიანის აურა იოლად იღებს ნეგატიურ ენერგიას გარემოდან, რაც ხშირად იწვევს დაღლილობას, უხასიათობას ან მოულოდნელ შფოთვას. მარტივი ენერგეტიკული რიტუალი დაგეხმარება საკუთარ თავს ენერგიისგან განთავისუფლებაში:

„ენერგეტიკული პრაქტიკა — აურის გაწმენდა ხელებით:

ადამიანის აურა იოლად იღებს ნეგატიურ ენერგიას გარემოდან, რაც ხშირად იწვევს დაღლილობას, უხასიათობას ან მოულოდნელ შფოთვას. მარტივი ენერგეტიკული რიტუალი დაგეხმარება საკუთარ თავს ენერგიისგან განთავისუფლებაში.

ასეთი პრაქტიკა საუკეთესოა საღამოს, დღის ბოლოს, როცა გრძნობ, რომ გონება და სხეული გადატვირთულია.

რიტუალი:

დაჯექი ან დადექი ჩუმ ადგილზე.

ხელისგულები 10–15 სმ დაშორებით გაატარე სხეულზე თავიდან ფეხებამდე ისე, თითქოს „იბერტყავ“ უხილავ ბინძურ ფენას.

წარმოიდგინე, რომ ხელები შთანთქავენ ამ ნეგატიურობას. ბოლოს ხელი მიმართე მიწისკენ, თითქოს მიწას უბრუნებ ყველაფერს ზედმეტს.

ეს ტექნიკა აძლიერებს ენერგეტიკულ იმუნიტეტს და სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.

ბოლოს ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ“, - წერს ეზოტერიკის პრაქტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნინო ჩხეიძის განსხვავებული ლუქი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა - „მგონი, პირველად გხედავთ ასეთ ფორმაში“

„ტრანზიტის დროს შეიძლება იგრძნოთ უკმაყოფილება საკუთარი თავით ან ცხოვრებისეული სიტუაციით, სულიერი განვითარების შეფერხება“ - რას წერს ასტროლოგი

„ზამთარი ცხარე და თბილი გემოების დროა. გამოიყენე ეს ბონუსად“ - 7 რჩევა, რომ ზამთარმა ვერ შეანელოს მეტაბოლიზმი!