
ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში 7 ისეთ რჩევას გვიზიარებს, რისი საშუალებითაც მეტაბოლიზმი არ შენელდება.
შეგახსენებთ, რომ მეტაბოლიზმი არის ორგანიზმის ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა ქიმიური და ბიოლოგიური პროცესის ერთობლიობა, რომელიც საკვებიდან მიღებულ ნივთიერებებს ენერგიად, სამშენებლო მასალებად და სიცოცხლისთვის საჭირო სხვა ელემენტებად აქცევს:
„7 ჭკვიანი რჩევა, რომ ზამთარმაც ვერ შეანელოს მეტაბოლიზმი!
1. დილით სხეულის გაღვიძება — წყლით და მოძრაობით
ზამთარში გვინდა საბანში გავეხვიოთ და დაველოდოთ გაზაფხულს... მაგრამ არა! დილა დაიწყე თბილი წყლით ლიმონით და 5 წუთიანი გაწელვით. ეს პატარა რიტუალი გააღვიძებს შენს მეტაბოლიზმს, როგორც ყავა — გონებას.
2. საუზმე, რომელიც „შენს ძრავს (კუჭ-ნაწლავს)" ამუშავებს
საუზმე შენი ბიოლოგიური „სტარტის ღილაკია“. კუჭს ეუბნება ჩვენ ენერგია გვჭირდება, ჰოდა ისიც იწყებს კალორიების დაწვას — ჯერ კიდევ დღის დასაწყისში.
3. არ შეუშინდე სიცივეს – იმოძრავე
ზამთარი კარგი საბაბია სიზარმაცისთვის, მაგრამ ცუდი დროა მეტაბოლიზმისთვის. გაზარდე ყოველდღიური აქტივობა.
4. მიირთვი ცხარე!
ზამთარი ცხარე და თბილი გემოების დროა. გამოიყენე ეს ბონუსად— ნივთიერებები, რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას.
5. დალიე წყალი, მაშინაც როცა არ გწყურია
ზამთარში წყურვილი იმალება, მაგრამ მეტაბოლიზმი მაინც ითხოვს ტენიანობას.
გინდა მარტივად გახსოვდეს? ყოველ ჯერზე, როცა ცხელ ჩაის ისმევ — ერთი ჭიქა სუფთა წყალი მიაყოლე.
6. რეგულარული ძილი - შენი ფარული იარაღია
ძილი არამარტო ტვინს, არამედ მეტაბოლიზმსაც აწესრიგებს.
დაძინება ერთსა და იმავე დროს: 7-8 საათიანი ღრმა ძილი. ეს ნიშნავს ნაკლებ სტრესს, ნაკლებ მადას და უფრო აქტიურ ცვლას.
7. არ მისცე სტრესს შანსი – სიწყნარეც ცვლის ნივთიერებებს.
სტრესი აურევს ჰორმონებს და ანელებს ცხიმების წვას. ზამთარი შენს ხელშია!
თუ გინდა, შენი სხეული მთელი სეზონი ენერგიულად და ტონუსში იყოს — ახლა არის დრო, რომ ზრუნვა დაიწყო!“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რბილი მიდგომა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე მტკიცე წინააღმდეგობა“ - 26 სექტემბრის ასტროლოგიური ენერგიები