Digest Logo

„ტრანზიტის დროს შეიძლება იგრძნოთ უკმაყოფილება საკუთარი თავით ან ცხოვრებისეული სიტუაციით, სულიერი განვითარების შეფერხება“ - რას წერს ასტროლოგი

1758896943
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „ასტროლოგია ეზოტერიკა“ პლანეტების ტრანზიტებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ასტროლოგიაში ტრანზიტებს ხშირად იყენებენ, რათა ავხსნათ, „რატომ“ მოხდა კრიზისი კონკრეტულ დროს. მიიჩნევენ, რომ ამგვარი ინფორმაცია გვეხმარება, მივიღოთ ცხოვრებაში შემოსული სირთულეები, მაგრამ ძალიან ცოტას წერენ ტრანზიტების „მართვის“ შესახებ:

„პლანეტების ტრანზიტები - წინასწარგანსაზღვრულობა თუ არჩევანი?

ასტროლოგიაში ტრანზიტებს ხშირად იყენებენ, რათა ავხსნათ, „რატომ“ მოხდა კრიზისი კონკრეტულ დროს.

მიიჩნევენ, რომ ამგვარი ინფორმაცია გვეხმარება, მივიღოთ ცხოვრებაში შემოსული სირთულეები, მაგრამ ძალიან ცოტას წერენ ტრანზიტების „მართვის“ შესახებ. ასტროლოგიის შემსწავლელი ადამიანი ხშირად ისეა დაპროგრამებული, რომ სჯერა, თითქოს გარკვეული პლანეტები და ასპექტები მშვენიერ მოვლენებს მოასწავებდეს, ხოლო სხვა პლანეტები და ასპექტები მხოლოდ უბედურებას ან განადგურებას და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ პასიურად დაველოდოთ ამ წინასწარმეტყველებების განხორციელებას.

ჩვენ ასეთ მიდგომას ვეწინააღმდეგებით, მაშინაც კი, როცა ნაწინასწარმეტყველები წარმატების პერიოდები ზოგჯერ უკიდურესობად და სიჭარბედ იქცევა, ხოლო პოტენციურად შემზღუდავი ასპექტები შეიძლება მიღწევებისა და გაძლიერების პერიოდებთან იყოს დაკავშირებული.

ხომ არ იქნებოდა უფრო პროდუქტიული, გამოგვეყენებინა ტრანზიტებში არსებული ინფორმაცია? ხომ არ შეგვიძლია, ტრანზიტები აღვიქვათ, როგორც ჩვენი პოტენციალის განვითარებაში დამხმარე ინფორმაციული საშუალება და არა როგორც ფატალისტურად მისაღები აბსოლუტი? ხომ არ მიუთითებენ პლანეტები და ის წერტილები, რომლებსაც ისინი ასპექტებენ, ჩვენივე თავის იმ სფეროებზე, რომლებზეც „მუშაობა“ გვმართებს?

ტრანზიტები წარმოადგენს ჩვენს ცხოვრებასა და ცნობიერებაში შემოსულ ენერგიებს და მათი გამოხატვის მრავალი გზა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს პლანეტებისთვის მიკუთვნებული პრინციპები, შემდეგ კი გავაცნობიეროთ მათი გამოხატვის გზების დიაპაზონი — მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შინაგანად ან გარეგანად, მათი თავდაპირველი გავლენა შეიძლება იყოს სასურველი ან არასასურველი. თუკი გააცნობიერებთ სხვადასხვა შესაძლებლობის არსებობას, იწყებთ მათგან არჩევას. პლანეტა ან წერტილი, რომელსაც ასპექტებს ტრანზიტული პლანეტა, წარმოადგენს შემდგომი მოქმედების გასაღებს. უნდა მოხდეს ტრანზიტული პლანეტისა და ნატალური პლანეტის ან წერტილის, რომელზედაც ის მოქმედებს, მთლიანობაში ინტერპრეტირება და მათი თქვენს ცხოვრებისეულ გარემოებებთან დაკავშირება.

ასტროალქიმია:

ალქიმია ეწოდებოდა „შუა საუკუნეების ქიმიის ფორმას, რომლის მთავარი ამოცანა იყო მარტივი ლითონების ოქროდ გადაქცევის მეთოდების აღმოჩენა, უნივერსალური გამხსნელისა და სიცოცხლის ელექსირის პოვნა“. თუმცა, ხშირად ავიწყდებათ, რომ რიტუალების შემსრულებელი ალქიმიკოსი ასევე „წმენდდა თავის სულს“.
თუკი ტრანზიტებს აღვიქვამთ, როგორც განვითარების შესაძლებლობებს და თუ ვასრულებთ პლანეტარული თემების გამოვლინებების სამართავად განკუთვნილ „რიტუალებს“, შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში არსებული ტენდენციები „გადავაქციოთ“ — თუ არა ოქროდ ან უნივერსალურ გამხსნელად — სულ მცირე, უფრო მისაღებ მოდელებად. ეს „ალქიმიური“ ტექნიკა არ არის მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის საშუალება. ის შეიძლება არც იყოს საჭირო, თუკი ვაცნობიერებთ, რა უნდა გავაკეთოთ და მზად ვართ მოქმედებისთვის.

მაგალითად, ტრანზიტული პლუტონი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანმა გარკვეულწილად უნდა გარდაქმნას საკუთარი თავი. ამ გარდაქმნის შესასრულებლად, თქვენ უნდა მოიშოროთ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს. თუ ეს საშიში პერსპექტივაა, შეგიძლიათ დაიწყოთ ეს პროცესი სიმბოლურად, კარადებისა და მაგიდის უჯრების გასუფთავებით. ეს სიტყვასიტყვით ქმნის მეტ სივრცეს და ხშირად განსაზღვრავს მოქმედების მოდელებს უფრო მნიშვნელოვან დონეზე. ეს შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს სიმართლეა!

გარე პლანეტების ტრანზიტების მნიშვნელობის გასაღებების აღმოსაჩენად სხვა გზებიც არსებობს და თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ასტროლოგიურ წიგნებში მოცემული განმარტებების შესწავლაა. კიდევ ერთი გზაა თქვენი საკუთარი და სხვა ადამიანების გამოცდილების ანალიზი გარკვეული ტრანზიტების დროს. მიუხედავად იმისა, რომ გარეგანი გარემოებები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, გარკვეული ტრანზიტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების უმრავლესობის შინაგანი რეაქციები და შეგრძნებები შეიძლება თითქმის იდენტური იყოს. ძირითადი კითხვები „არეკლილია ზეცაში“. როგორ შევხვდებით ამ კითხვებს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ეს კითხვები უნივერსალურია. საოცარია, რამდენად ხშირად ამბობს სატურნის დაბრუნების პერიოდში მყოფი კლიენტი: „უნდა მივხვდე, რა უნდა გავაკეთო, როცა გავიზრდები“, თუმცა კონკრეტული გამოცდილება და კითხვაზე პასუხი შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს.

განვიხილოთ ამ პროცედურის ორი დამახასიათებელი მაგალითი:

სატურნი მიუთითებს ისეთ რაღაცებზე, როგორიცაა გამტკიცება, ადამიანის ცხოვრებისეული სტრუქტურა, ორგანიზება და გარკვევა. ის ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს შეზღუდვებთან და დანგრევასთან. ნეპტუნი დაკავშირებულია დაშლასთან, სულიერ ბუნებასთან და უმაღლეს განვითარებასთან. მას ასევე შეუძლია წარმოადგენდეს დაბნეულობას, მოტყუებასა და ილუზიებს.

თუ ტრანზიტული სატურნი ასპექტს ქმნის ნატალურ ნეპტუნთან, მაშინ ყველაზე სავარაუდოა, რომ თქვენ უნდა გაარკვიოთ რაღაც ბუნდოვანი თქვენს ცხოვრებაში, ან გამოიყენოთ თქვენი სულიერი ბუნება პრაქტიკული მიზნებისთვის. ამ ტრანზიტის დროს შეიძლება იგრძნოთ უკმაყოფილება საკუთარი თავით ან ცხოვრებისეული სიტუაციით, ან სულიერი განვითარების შეფერხება. შესაბამისი მნიშვნელობების პოვნა შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების პლანეტების სიმბოლიკასთან შედარების გზით. მაშინაც კი, თუ გამოვლინება უარყოფითი გეჩვენებათ, დაფიქრდით, რა გსურთ, რომ მოხდეს, და იმოქმედეთ ამ მიმართულებით. პოზიტიური შედეგების მისაღწევად გაწეულმა შეგნებულმა მუშაობამ შესაძლოა შეარბილოს პრობლემა.

მეორე მხრივ, როდესაც ტრანზიტული ნეპტუნი ასპექტს ქმნის ნატალურ სატურნთან, თქვენ უნდა ამაღლდეთ მატერიალურზე ან გათავისუფლდეთ თქვენი ცხოვრებისეული სტრუქტურაში არსებული რაიმე ფაქტორისგან. უარყოფითი მხრივ, შეიძლება მოულოდნელად იგრძნოთ თავი ან იგრძნოთ, რომ თქვენი სტაბილურობა ან მატერიალური სტრუქტურა ინგრევა თქვენი მხრიდან ყოველგვარი მოქმედების გარეშე. და ისევ, ეს უარყოფითი მხარე გარდაუვალი არ არის. ყოველთვის შესაძლებელია რაიმე კონსტრუქციული მოქმედების განხორციელება.

ორივე მაგალითიდან ჩანს, რომ შეგიძლიათ პირდაპირ დაუპირისპირდეთ სირთულეებს ან სცადოთ თქვენი შინაგანი მოთხოვნილებების სხვა გზით გამოხატვა. თუ ზოგიერთი გზა ბლოკირებული გეჩვენებათ, შეგიძლიათ სცადოთ ბარიერების გარღვევა ან ალტერნატიული გზით წასვლა. ასევე შეგიძლიათ ტრანზიტების გააქტიურება შინაგანად ან გარეგანად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასდროს უნდა იჯდეთ უსაქმოდ, როდესაც გეჩვენებათ, რომ „სამყარო გძლევთ“.

ტრანზიტული პლანეტების ასპექტების მიერ მოცემული ინფორმაციის გარდა, ტრანზიტული პლანეტების ნატალურ სახლებში გავლის დროსაც შესაძლებელია შესაბამისი მონაცემების მიღება. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნატალური სახლით და პლანეტარული თემით მითითებული საკითხი ჩნდება მაშინ, როდესაც ტრანზიტული პლანეტა შედის ამ ზონაში და გრძელდება მანამ, სანამ ის არ დატოვებს მას. ეს შეიძლება დადასტურდეს რეტროსპექტული შეხედულებით.

როდესაც ტრანზიტულმა პლუტონმა დატოვა ჩემი მესამე სახლი და შევიდა მეოთხეში, ამ პერიოდის განმავლობაში შევაფასე მისი იქ ყოფნა და აღვნიშნე კომუნიკაციისა და ურთიერთობების ტრანსფორმაცია.

მას შემდეგ, რაც ეს მნიშვნელოვან შედეგებს უკავშირდებოდა, შევამოწმე სხვა გარე პლანეტების ტრანზიტები ჩემი ნატალური რუკის სახლებში. და ისევ, აღინიშნებოდა კარგი კორელაცია ტრანზიტული პლანეტის სიმბოლიკასა და იმ ზონასთან დაკავშირებულ აქტივობას შორის, რომელსაც ის ამ დროს გადის ტრანზიტული მოძრაობისას. ეს შედეგები მიღწეული არ ყოფილა შეგნებული ძალისხმევით, ბევრი რამ, რაც მოხდა, შემეძლო მათ გარეშეც გამეკეთებინა. ახლა მე განვიხილავ ტრანზიტული პლანეტის შეტყობინებას იმ სახლის ტერმინებში, რომელშიც ის გადის, და ამას ჩემს სამოქმედო გეგმაში ჩავრთავ ისე, რომ წარმატებით ავარიდო თავი გარკვეულ ნეგატივიზმს.

ტრანზიტები შეიცავს მდიდარ მასალას, რომელიც დაგეხმარებათ, გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო სრულყოფილი. როდესაც ზოგიერთი პლანეტა ააქტიურებს ნატალურ რუკას, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები შეინიშნება, ვიდრე სხვა პლანეტების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, გარე პლანეტების (განსაკუთრებით იუპიტერის, სატურნის, ურანის, ნეპტუნისა და პლუტონის) ტრანზიტები აღნიშნავენ ძირითად მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში. (გამონაკლისს წარმოადგენს მზის და მთვარის დაბრუნება, დაბნელება და ლუნაცია).

ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი დიდხანს რჩებიან ჩვენთან. სადღაც წავიკითხე, რომ შინაგანი პლანეტების ასპექტები მეზობლის კარგ ყავაზე მოსვლას ჰგავს, ხოლო გარე პლანეტების ტრანზიტები – ნათესავის თქვენთან საცხოვრებლად გადმოსვლას. თუ არ მოგწონთ ის მდგომარეობა, რომელშიც მთვარის ასპექტის ზემოქმედებით იმყოფებით, შეგიძლიათ რამდენიმე საათი მოიცადოთ და ის გაივლის, მაგრამ ძალიან რთულია იგნორირება გაუკეთოთ მდგომარეობას, რომელიც გრძელდება დღეები, კვირები, თვეები, ზოგიერთ შემთხვევაში კი წლები. შინაგანი პლანეტების ასპექტები წარმატებით შეიძლება ჩაირთოს, როგორც მოკლე სეგმენტები მოქმედების ხანგრძლივ მსვლელობაში, რომელსაც გარე პლანეტები სიმბოლიზებენ.

მარსს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით სწრაფად მოძრაობს, მას შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი მნიშვნელობა, რადგან ეს ინიციატივის პლანეტაა. ოთხდღიანი პერიოდები, რომლის განმავლობაშიც ის ქმნის თავის ასპექტებს, შეიძლება მიუთითებდეს იმ დროზე, როდესაც უნდა განხორციელდეს გარკვეული მოქმედება ნელა მოძრავი პლანეტების მითითებების ფარგლებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზამთარი ცხარე და თბილი გემოების დროა. გამოიყენე ეს ბონუსად“ - 7 რჩევა, რომ ზამთარმა ვერ შეანელოს მეტაბოლიზმი!

„რბილი მიდგომა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე მტკიცე წინააღმდეგობა“ - 26 სექტემბრის ასტროლოგიური ენერგიები

„ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, არის თქვენი ფიქრებისა და რწმენების შედეგი... გაასუფთავეთ გონება და გული“ - როგორ მივიღოთ სამყაროსგან კეთილდღეობა