ასტოლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზით, 12 აპრილს როდესაც თევზებში ორი პლანეტა - იუპიტერი და ნეპტუნი მოიყრის თავს, რუსეთ-უკრაინას შორის ერთი ციკლი დასრულდება და ახალი ეტაპი დაიწყება. ნოელის ვარაუდით, რუსეთისთვის შავ ზღვაში ფლოტების ყოლის შეზღუდვა გარდაუვალია.
„12 აპრილს იქნება იუპიტერისა და ნეპტუნის ზუსტი შეერთება თევზებში. იუპიტერი და ნეპტუნი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ზოდიაქოებში უკავშირდებიან ერთმანეთს. თუმცა ეს ასტრონომიული მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც თევზების ზოდიაქოში ხდება, რადგან აქ ორივე პლანეტა ძალიან ძლიერია ( თევზები ნეპტუნისთვისაც და იუპიტერისთვისაც მმართველობის ნიშნად ითვლება). ბოლოს ისინი ასეთივე შეერთებაში 1856 წელს იდგნენ. სწორედ მაშინ, 30 მარტს, ხელი მოეწერა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რითაც დამთავრდა ყირიმის (!) ომი. ამ სამშვიდობო ხელშეკრულებამ მთლიანად შეცვალა საერთაშორისო ვითარება ევროპაში. ამის მერე საკმაოდ მალევე რუსეთმა მიაღწია შავ ზღვაში მისთვის საზღვაო ძალების ყოლის აკრძალვის მოხსნას. რასაც მან მაშინ ვერ მიაღწია ეს იყო კუნძულ „ზმეინის“ მისაკუთრება. (დიახ, არ მოგესმათ, ეს ის კუნძულია, რომლის დამცველმა უკრაინულმა შენაერთმა ორიოდე დღის უკან პუტინი რომ ნახ@იზე გაუშვა!) ჰოდა, ეს ციკლი ამოწურვაზე დგას. ვფიქრობ, რუსეთს მალე ხელახლა შეეზღუდება შავ ზღვაში ფლოტის ყოლა და ამასთან ერთად ბევრი სხვა რამეც...“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵საბრძოლო გამოცდილების მქონე პატიმრებს ზელენსკი ციხეებიდან გაათავისუფლებს
🔵„სანქციებიც მუშაობს და სხვათა შორის ვაქცინებიც!“ - კულუმბეგოვი ღარიბაშვილზე
🔵მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს - „უფლება არ გაქვთ მარტის 20 რიცხვამდე გაჩერდეთ“