Digest Logo

🎥 „ეცადეთ, მატერიალურ და სულიერ სფეროებს შორის იპოვოთ ბალანსი, საკმაოდ მნიშვნელოვან, საინტერესო პერიოდში შედის დედამიწა“ - გიორგი ლობჯანიძე

1772096708
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვან და საინტერესო პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, 28 თებერვალს ცის კაბადონზე პლანეტათა აღლუმს ვიხილავთ:

„საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პერიოდში შედის დედამიწა. განსაკუთრებით 25 თებერვლიდან 4-5 მარტამდე დროა გამოსაყოფი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 თებერვალს ცის კაბადონზე პლანეტათა აღლუმს ვიხილავთ. მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

მათი დანახვა ტელესკოპით და ზოგიერთის კი თვალითაც შესამჩნევი იქნება.

როგორც იცით, ახლა გავდივართ მზე-მთვარის დაბნელების დერეფანს და ამ დერეფანს ემთხვევა პლანეტა მერკურის რეტროგრადული მოძრაობაც თევზების ზოდიაქოს ნიშანში.

რეტროგრადული მერკური იმოძრავებს თევზებში 26 თებერვლიდან 20 მარტამდე.

არაა გამორიცხული, რომ ახლა ძალიან ბევრმა თქვენგანმა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. მიიღოთ საგულისხმო ნიშნებიც. ზოგმა ხილულად, ზოგმა სიზმრის სახით და სხვა …

კარგი პერიოდია ძველი საკითხების მოგვარებისა და გააქტიურებისთვის. პროექტების და იდეების გადახედვისთვის. სულიერი განწმენდვის, ფსიქოლოგიური სიჯანსაღისა და მარხვისთვის.

თვის ბოლო და მარტის საწყისი ოდნავ მძიმეა. გვექნება მარსის და ურანის კვადრატურა, რაც უკვალოდ არ ჩაივლის.

ნუ შეხვალთ ახალ და მოუმწიფებელ სათუო საქმეში, ბევრს არავის არაფერს დაჰპირდეთ და მოერიდეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს.

ეცადეთ, რომ მატერიალურ და სულიერ სფეროებს შორის იპოვოთ ბალანსი.

მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი ვარ“, „ამას ვგავარ“- ჰგავს მკვდარ წერტილს, არ გინდა შეცვლა და ეჭიდები როგორც ასტროლოგიას, ეს არის ბოდვა“ - ნონა ხიდეშელი განპირობებულობაზე

🎥 „როცა შენ ხარ „არავინ“, ამან მომიტანა ყველაზე დიდი თავისუფლება! მანამდე, როცა შენ ხარ „ვიღაც“ გგონია, ეს არის საყრდენი, შენი ფუნდამენტი“ - ნონა ხიდეშელი

🎥 „გონება სულ წარმოდგენებშია, სადაც მთავარი გმირი ხარ, ამას ვერ დავარქმევდი ადეკვატურობას“ - როგორია გაცნობიერებული ადამიანი? ნონა ხიდეშელის განმარტება