Digest Logo

🎥 „ასეთი ვარ“, „ამას ვგავარ“- ჰგავს მკვდარ წერტილს, არ გინდა შეცვლა და ეჭიდები როგორც ასტროლოგიას, ეს არის ბოდვა“ - ნონა ხიდეშელი განპირობებულობაზე

1772094579
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

ამჯერად იგი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც განპირობებული გონების ცნებაზე ისაუბრა:

„განპირობებული გონება არის, მთელი ის ინფორმაციული ველი, შენი ცოდნა, სწავლა, განათლება, ტრადიცია, რელიგია, მორალი, ეთიკა - ყველაფერი, რამაც ჩამოაყალიბა შენი ხედვები, პრინციპები.

ომები სამყაროში, გლობალურად და ვიწრო დაპირისპირებები, რაც ახლა სოციალურ ქსელში ყველაზე კარგად ჩანს, განპირობებული გონების შედეგია. 

ადამიანი არ იბადება განპირობებული გონებით, ადამიანის ცნობიერება არის სუფთა დაფა, მერე მოდის ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა, უბანი, ქუჩა. 

ცნობიერება არის ცოდნა, რა იცის ბავშვმა? არაფერი.

შენს ხასიათში რაღაცების დალაგება ყოველთვის შეგიძლია და როცა ადამიანი ამბობს, ასეთი ვარ, ამას ვგავარ, იმას ვგავარ, ეს ჰგავს მკვდარ წერტილს, თითქოს არ გინდა შეცვლა და ეჭიდები ამას, როგორც ასტროლოგიას, რომ ვერძი ხარ, ჩემთვის ეს არის ბოდვა, ბოდიში აუდიტორიასთან, ვისთვისაც რეალობაა“, - ამბობს ნონა ხიდეშელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა შენ ხარ „არავინ“, ამან მომიტანა ყველაზე დიდი თავისუფლება! მანამდე, როცა შენ ხარ „ვიღაც“ გგონია, ეს არის საყრდენი, შენი ფუნდამენტი“ - ნონა ხიდეშელი

🎥 „გონება სულ წარმოდგენებშია, სადაც მთავარი გმირი ხარ, ამას ვერ დავარქმევდი ადეკვატურობას“ - როგორია გაცნობიერებული ადამიანი? ნონა ხიდეშელის განმარტება

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა