ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.
ამჯერად იგი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ადამიანში არსებულ შაბლონებზე ისაუბრა:
„შაბლონები იწვევდა მხოლოდ ადამიანის შეხედულებას კი არა, შენში აღძრავს ან განდიდების მანიას, ან არასრულფასოვნების კომპლექსს, ზემოდან ან ქვემოდან ყურებას, ამაზე ფოკუსირება დავიწყე მაშინ, როცა ადამიანთან შეხვედრის დროს ემოცია მოდიოდა. არ იცი სიტუაცია, მაგრამ ემოცია მოდიოდა, რასაც შინაარსი მოდიოდა, ან შფოთვა, ან კმაყოფილება.
მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ ვიტან ჩემს თავში პატარა შფოთვასაც კი. არ შემიძლია ფიზიკურ ტკივილს გავუძლო, მაგრამ გონებაში, ემოციურად არ არსებობს გამოწვევა, რასაც ვერ დავუდგები, სამაგიეროდ ფიზიკურ ტკივილთან პირიქით ვარ.
არ მსიამოვნებს, როცა ვიღვიძებ და არ ვარ გონებაში კომფორტულად. ყველა ჩემს ქმედებას აქვს ერთი მოტივაცია, ვიყო მშვიდად და აუღელვებელი! რა უშლიდა ამას ხელს? აქ დავინახე მთელი შაბლონები.
როცა შენ ხარ „არავინ“, ამან მომიტანა ყველაზე დიდი თავისუფლება! მანამდე, როცა შენ ხარ „ვიღაც“ გგონია, ეს არის საყრდენი, შენი ფუნდამენტი. მერე წავიდა ბავშვობის, შეხედულებების, აზრების გახსენება“, - ამბობს ნონა ხიდეშელი.
ასევე დაგაინტერესებთ: