„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ფუზიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია 100%-ით უნდა დაიხარჯოს, სანამ ის „ნაპოლიშია“, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლუბისგან აქვს შეთავაზება:
„რა თქმა უნდა, სხვა კლუბების ინტერესი ფეხბურთელზე გავლენას ახდენს, მის გონებაში ეს შედის, მაგრამ მოედანზე უნდა აჩვენო, რომ იბრძვი იმ გუნდისთვის, რომლის მაისურით თამაშობს. სანამ ის „ნაპოლიშია“, 100%-ით უნდა დაიხარჯოს“, - განაცხადა ფუზიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: