Digest Logo

გარემოს ეროვნული სააგენტო - „საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით“

1732683785
წვიმა თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი - მთაში თოვლის სახით, რამაც შესაძლოა გზებზე საავტომობილო შეზღუდვები გამოიწვიოს.

დედაქალაქში სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ. 29 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუმჯობესება და ტემპერატურის მომატებაა ნავარაუდები.

„27-28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი მთაში თოვლის სახით. მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია იყოს ზვავსაშიშროება, ქარბუქი და ნისლი. 29 ნოემბრიდან ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. შეწყდება ნალექი, ქარი შესუსტდება ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. თბილისში ორი დღის განმავლობაში ველოდებით წვიმას, დროგამოშვებით ჩრდილოდასავლეთის ქარი დაუბერავს“, - აღნიშნა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვეტერანი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე: სანამ ის „ნაპოლიშია“, 100%-ით უნდა დაიხარჯოს

🎥 „ყველა გატანილი გოლის შემდეგ ცაში ღმერთს ვესაუბრები... უფლის თუ არ მწამს, აბა ვისი უნდა მწამდეს?“ - გიორგი მიქაუტაძე

🎥 „პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

წყარო: imedinews.ge