Digest Logo

„ეცადეთ, ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ, ნუ იმოქმედებთ იმპულსურად და არ დაგავიწყდეთ იუმორი“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1763734866
ქეთი ოდიშელი

22 ნოემბერს მზე მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ასტროლოგების თქმით, პერიოდი კარგი, თუმცა გამოწვევებით სავსეა. 

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ პერიოდი სასიკეთოა ცეცხლის და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის:

„მზე მორიელის ვნებიანი, მისტიკური ნიშნიდან მშვილდოსნის ოპტიმისტურ, ფილოსოფიურ, თავგადასავლების მოყვარულ ზოდიაქოს ნიშანში გადადის ხვალ, 22 ნოემბერს (05:36 სთ-ზე ჩვენი დროით).

P.S. ანუ, წელს ამ დრომდე ვინც დაიბადება მორიელია. 

პერიოდიც მეტად ოპტიმისტურ სტარტს იღებს, თუმცა დაახლოებით ერთი თვე ძველი თემების განახლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ეცადეთ, ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ, ნუ იმოქმედებთ იმპულსურად და არ დაგავიწყდეთ იუმორი.

პერიოდი სასიკეთოა ცეცხლის სტიქიის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის (სასწორი, მერწყული, აი ტყუპებმა ცხოვრების გაკვეთილებიდან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოთ).

მშვილდოსნის ზოდიაქოს პლანეტა იუპიტერი მართავს (მზიდან მე 5 ) ის იწონის უფრო მეტს, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა პლანეტა.

იუპიტერის დიამეტრი დედამიწისას 11 ჯერ აღემატება“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც მძიმე დეპრესიაში ვიყავი, არასდროს მშურდა და ვიბოღმებოდი უშფოთველ ადამიანებზე, ღმერთმაც მიბოძა ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე“ - სანდრო ჯიბლაძე

„ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეზოტერიკა ერთიანი მექანიზმია... შიშს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს, გამოსავალი მხოლოდ მათ ხელშია“ - როგორ ხდება მასობრივად ცნობიერების კონტროლი

„ამ ორ მდგომარეობას შორის ტირილისა და სიჩუმის, თხოვნისა და მიღების ცეკვაა“ - რა განსხვავებაა ლოცვასა და მედიტაციას შორის