Digest Logo

🎥 „ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ იჩენს თავს...“ - რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს ტყუპების პერიოდში? ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1747399557
მიხეილ ცაგარელი

რა ელოდებათ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ტყუპების პერიოდში? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა:

♈ ვერძი

ახლა გაქვთ კომუნიკაციების პერიოდი. მრავალფეროვანი შეხვედრებისთვის, მეტი კავშირებისთვისა და მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია. ენერგოტონუსი მოიმატებს, განწყობაც უმჯობესდება ახლო ადამიანებთან. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა.

♉ კურო

ივნისში უფრო უნდა გაუფრთხილდეთ თავს. თქვენ განწყობაზე კარგად იმოქმედებს ფული, რომელიც მომდევნო თვეში შემოდის თქვენ ცხოვრებაში. კარგი დრო არის ინვესტიციებისთვის, კაპიტალ დაბანდებებისთვის.

♊ ტყუპები

მოდის თქვენთვის ვარსკვლავური დრო. ყველაფერი გამოგდით. განწყობა თანდათან უმჯობესდება. იმუნიტეტი მატულობს. კომუნიკაცია და ურთიერთობები წინა პლანზე. იმოძრავეთ და იყავით წარმატებულები.

♋ კირჩხიბი

მაისის ბოლომდე რაღაცები გამოგივათ, თუმცა ივნისის პირველ ნახევარში უნდა იყოთ ფრთხილად. იმუნიტეტი გექნებათ დაბალი დაახლოებით 20 ივნისამდე. ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ იჩენს თავს.

♌ ლომი

ლომი გამოცოცხლდება აშკარად. 20 რიცხვის შემდეგ ლომები იგრძნობენ ენერგიების მატებას. თქვენ ცხოვრებაში რეფორმების და სიახლეების დრო მოდის. მეთოდოლოგია და ინტერნეტთან მაქსიმალური წვდომა გმართებთ.

♏ ქალწული

პროფესიული წინსვლის პერიოდი გაქვთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა არ გადაიღალოთ. იმუნიტეტი ეცემა ივნისის პირველ ორ კვირაში. ეცადეთ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. სწავლისთვის საუკეთესო პერიოდია.

♎ სასწორი

საუკეთესო პერიოდი გაქვთ მგზავრობისთვის. აი ვინ უნდა იმოგზაუროს უცხოეთში. შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორი იპოვოთ უცხოეთში. ფინანსური კაპიტალიზაცია შესაძლოა მოხდეს. ან სწავლისთვის თუ გინდათ რაიმეს გაკეთება, საუკეთესო დროა.

♏ მორიელი

სჭირდება ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა. ზედმეტი არ ილაპარაკოთ. პერიოდი არ არის ცუდი სამოგზაუროდ და უცხოური კონტაქტებისთვის. 1-დან 15 ივნისამდე არ გადაღალოთ ორგანიზმი.

♐ მშვილდოსანი

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის. პარტნიორული თანამშრომლობისა და ბიზნესისთვის საუკეთესო პერიოდია.

♑ თხის რქა

ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება ივნისში პირველიდან 15 რიცხვამდე. ჯანმრთელობა იკლებს და სამედიცინო შეცდომების ალბათობაც მაღალია. კოლეგებთან აკონტროლეთ ემოციები. ეს პერიოდი მოგცემთ საშუალებას დაალაგოთ თქვენი გეგმები.

♒ მერწყული

სიყვარულის დროა. სამყაროს თავისი კანონები აქვს. შესაძლოა ისეთი ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ვისაც ამდენი ხანია ელოდებოდით. ურთიერთობები უმჯობესდება შვილებთან. ენერგოტონუსი მატულობს და გაცილებით დიდი ენერგიები გექნებათ, ვიდრე აქამდე.

♓ თევზები

საოჯახო, სანათესავო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საუკეთესო პერიოდია. დიზაინის შესაცვლელად. ამავდროულად თქვენი წარმატების ადგილი არის სამშობლოს. დაეყრდენით ინტუიციას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა...“ - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

⭕კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს ვილი სანიოლი ნაკრებში?

🎥 „87 წლის ასაკშიც დავდივარ მთაშიც და ბარშიც...”- გაიცანით ნოდარ ბარამიძე, რომელიც 80 წელზე მეტია ცხენით ჯირითობს