Digest Logo

„ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა...“ - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

1747388163
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს ვილი სანიოლი ნაკრებში?

🎥 „87 წლის ასაკშიც დავდივარ მთაშიც და ბარშიც...”- გაიცანით ნოდარ ბარამიძე, რომელიც 80 წელზე მეტია ცხენით ჯირითობს

🎥 რა არის უჭმელობა და რა ახდენს გავლენას ბავშვის ჭამაზე? - სპეციალისტის რჩევები