
ნოდარ ბარამიძე სოფელ ზემო სურებიდან გახლავთ, რომელიც 80 წელზე მეტია ცხენით ჯირითობს და ისე გადაადგილდება. ნოდარი ბაბუს სტუმრად „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ეწვია.
„7-8 წლის ვიყავი ცხენით რომ დავიწყე სიარული. მთაში, ბარში, დღესაც ვჯდები და სადაც მინდა იქ დავდივარ. ძალიან კარგია ცხენზე ჯდომა. დიდებული ვარჯიშია და კარგია ორგანიზმისთვის. ზემო სურებში ვარ სულ. ყველა სოფელი კარგია. მაგრამ მე ზემო სურები მიყვარს. ქალაქიც კარგია, მაგრამ მე სოფელი მირჩევნია. ჯანმრთელობისთვის კარგია. აუცილებელია სოფელიც შეინარჩუნოს ახალგაზრდობამ.
შვილთაშვილს ვასწავლი ცხენზე ჯდომას. დადის სოფელში და მინდა შევაყვარო. ამოსვლა უყვარს ჩემთან და კატაობს ცხენით. მასაც უხარია და მეც მიხარია. დილის ხუთ საათზე ვიღვიძებ ზამთარშიც და ზაფხულშიც. ეს უფრო დიდ ძალას მაძლევს. ყველაფერს ვუვლი. ქათამია თუ ღორია.
მეუღლე მაგარი ქალი იყო. შეგნებული სტუმართმოყვარე და კარგი შვილები დატოვა. რა ძალაა, რა უნდა ქნა. ბავშვებისთვის ვცოცხლობ. მენატრება, მიყვარდა და კიდევ მიყვარს“, - ამბობს ნოდარ ბარამიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის უჭმელობა და რა ახდენს გავლენას ბავშვის ჭამაზე? - სპეციალისტის რჩევები
⭕„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
⭕„ვისაც მარიამი ახლა არ ეამაყება, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის...“ - ლაშა ბასლანძე