
როგორც მოგეხსენებათ, 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები შინ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ ფარერებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი კაბო-ვერდეს.
აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობას ნაკრების რამდენიმე ლიდერი ვერ მიიღებს. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე. სანიოლი აქცენტს ისეთ მოთამაშეებზე გააკეთებს, ვისაც აქამდე შანსი არ მისცემია.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში ჯემალ ჯინჯოლავასა და იური ტაბატაძის გამოძახებას განიხილავს.
ჯინჯოლავა და ტაბატაძე მიმდინარე სეზონში „იბერიას“ რიგებში ბრწყინვალე მატჩებს ატარებენ და ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებლები არიან. ჯინჯოლავა თავის პოზიციაზე (მარცხენა მცველი) გამორჩეულია, ტაბატაძე კი 7 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია და საქართველოს ნაკრების საბოლოო სია ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სადაც ბევრ დებიუტანტს უნდა ველოდოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის უჭმელობა და რა ახდენს გავლენას ბავშვის ჭამაზე? - სპეციალისტის რჩევები
⭕„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
წყარო: lagazzetta.ge