Digest Logo

„ფურცელზე დაწერე კონკრეტული თანხა, რომელსაც შენს ცხოვრებაში იწვევ, გაამრავლე 27-ზე...“ - რა რიტუალი ჩავატაროთ სარკისებურ დღეს

1765526334
ფულის მოსაზიდი

კალენდარში არსებობს დღეები, რომლებიც განსაკუთრებული ენერგიის მატარებლად მიიჩნევა. ასეთი დღეების რიცხვს მიეკუთვნება სარკისებრი თარიღები. ანუ დღეები, როცა თარიღში რიცხვები სარკისებურად იკითხება ან მეორდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ დღეებში გარკვეული რიტუალების ჩატარებას წარმატების მოტანა შეუძლია.

2025 წლის ბოლო სარკისებური დღე 12 დეკემბერსაა. ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ფინანსების მოსაზიდ რიტუალს გვასწავლის:

12 რიცხვი, მე-12 თვე.  12 საათი (წუთიც შეგიძლიათ დაამთხვიოთ 12 წუთზე), ენერგიის სარკისებური დღე.

ეს არის დღე, როცა ფულის ენერგია რამდენჯერმე ძლიერდება.

თუ გინდა, რომ ფულის ენერგია სწორ დროზე, მარტივად და სასურველი ოდენობით მოვიდეს ეს პატარა რიტუალი ზუსტად შენთვისაა.

ვასახელებ მეორე დროსაც 12:12 - 21:21.

ნაბიჯი - 1

დაწერე ზუსტი თანხა:

ფურცელზე დაწერე კონკრეტული თანხა, რომელსაც შენს ცხოვრებაში იწვევ, სამყაროს სიზუსტე უყვარს.

ნაბიჯი - 2

გაამრავლე 27-ზე და 108-ზე:

სიფრთხილით ჩაწერე: 27 — მიზიდვის ენერგია, 108 — გამრავლების ენერგია, ამით აჩქარებ ფინანსურ ნაკადს მომდევნო 7 დღით.

ნაბიჯი - 3 გაააქტიურე სიტყვით

ხმამაღლა თქვი:

„როგორც მრავლდება რიცხვი ისე იზრდება ჩემი თანხა.
როგორც იხსნება ნაკადი ისე შემოდის ფული ჩემს ცხოვრებაში მარტივად და სწრაფად.
რაც ჩემთვისაა — ჩემამდე მოდის.
რაც დაბლოკილი იყო — იხსნება.
რაც მაბრკოლებდა — ქრება.
კურთხეულ არს ჩემი გზა, ვააქტიურებ ჩემს სიუხვს.
დაე, იყოს ასე!“. 

ნაბიჯი - 4: ფურცელი დადე ფულთან ან ბარათთან ახლოს

ეს აკავშირებს შენს სურვილს მიმდინარე ფულის ნაკადთან. დაე ასე იყოს თვის ბოლომდე. თვის ბოლო დღეს დაწვი ფურცელი, ეს არის ენერგიის გათავისუფლება.

ამის შემდეგ შენი მიმართვა სამყაროს სრული ძალით იწყებს მუშაობას.

შენიშვნა:

12.12.12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის და ძლიერი კარიბჭეა მათთვის, ვინც მზადაა ფული მშვიდად და თავისუფლად მიიღოს“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნანის არაფერი მოსწონს, ძალიან კრიტიკულია, სულ მეჩხუბება, არ გინდა ასე, ამას ნუ აკეთებ... რომ ვჭამ ისე მიყურებს, ლუკმას ვერ გადავყლაპავ“ - რას ჰყვება ეკა მამალაძე

🎥 „მახსოვს ის დღე, როცა სარკეში პირველი ნაოჭი დავინახე...“ - როგორ ინარჩუნებს 65 წლის ეკა მამალაძე სილამაზეს და სხეულის ფორმებს

🎥 „ოქროს დაბადების დღე...“ - გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კარპის შვილი 10 წლის გახდა