მომღერალი ეკა მამალაძე „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც თავის მოვლაზე, სილამაზესა და სხეულის ფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ყველაფერში მთავარი როლი გენეტიკას უკავია.
გარდა ამისა, ეკა მამალაძემ დედასა და არისტოკრატ ბებიაზეც ისაუბრა.
მომღერალი ამბობს, რომ სახლში ნანი ბრეგვაძის სახით „ძალიან საშინელი კონტროლიორი“ ჰყავს:
„ნანის ჩემს ნამღერში არაფერი მოსწონს, ძალიან კრიტიკულია.
მე გადარჩენილი ვარ, ისევ ჩემი ხასიათი დამეხმარა, შეიძლებოდა ჩემი თავის არ დამეჯერებინა, რადგან ისეთი მეტრი გყავს გვერდით. დიდი ადამიანების შვილები ყოველთვის ძალიან დაჩაგრულები და დაკომპლექსებულები არიან.
ერთმა ძალიან სერიოზულმა მუსიკოსმა მითხრა: „ნუ გეშინია, თქვენ ზემოთ ადიხართ, მე ვიცი ხალხი, ვინც ძალიან ქვემოთ ჩამოვიდნენ და შენ მაგის საშიშროება არ გაქვსო“.
ბებიას ჰქონდა სხვა აქცენტები, მაგალითად ჯანსაღი კვება, მოვლა, არ წასვლა სადღაც. გართულება ჰქონდა წესიერებაზე, ჩემზე უფრო ვერ იმუშავა, რადგან დედაჩემთან პირად ცხოვრებაში ძალიან ჩართული იყო. ძალიან ლაღი, სწორი ქალი იყო. ბევრი რაღაც მასწავლა, სტუმრიანობა. უყვარდა კომპლიმენტები. თანამედროვეც იყო, ჩემი და ნანის ჩაცმულობა მოსწონდა, კერავდა.
დედა სულ მეჩხუბება, არ გინდა ასე, ამას ნუ აკეთებ, ნანი სახლში მყავს საშინელი კონტროლიორი, მერე ვეჩხუბები: „დამანებე თავი“ და მეუბნება: „კარგი დედა, მაგრამ მე ხომ შენიანი ვარ“.
კვებას რაც შეეხება, ჭამის დროს დედაჩემი ისეთი თვალებით მიყურებს, ლუკმას ვეღარ გადავყლაპავ. ძალიან არ მოსწონს. დედაჩემი სულ მეუბნება: „სუფრიდან გამძღარი არასდროს ადგე“ მართალიცაა, - ამბობს ეკა მამალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ოქროს დაბადების დღე...“ - გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კარპის შვილი 10 წლის გახდა