Digest Logo

„გაფრთხილდით, რომ საოჯახო ვალდებულებების შესრულებისას არ დაზიანდეთ...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის

1793626416
თევზები თევზები

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: 

პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - ჰარმონიული ასპექტი კია, მაგრამ შეიძლება გქონდეთ შფოთი ფულის გამო, რომ რაღაცისთვის არ გეყოფათ, რომ ვინმემ არ მოგატყუოთ, გადაგაგდოთ. იყავით დაკვირვებული და მოერიდეთ სილამაზის და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას საეჭვო პირებთან, საეჭვო დაწესებულებაში. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ასპექტი 24 ნოემბერსაც განმეორდება და დააკვირდით, ამ დროისთვის ვენერა უკვე დირექტიულ სვლაში იქნება. 

ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, ამბავი, საბუთი, უცხოეთიდან ან - სერტიფიკატი, დიპლომი, რაც ადრე უნდა მიგეღოთ, ან რაც გადასამოწმებელი, ჩასასწორებელი გახდა.

9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - სიახლეები გელოდებათ უცხოეთის, იურისპრუდენციის თემებში. შეიძლება დაიწყოთ ან/და განაახლოთ რამის შესწავლა ან პედაგოგობა, მიუბრუნდეთ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ.

11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - წარმატება და აღიარება უნდა გქონდეთ ადრე, წარსულში შესრულებული საქმეების გამო. შეიძლება მიიღოთ პრემია ან ჯილდო. შეიძლება სამსახურში დაბრუნდეს ძველი უფროსი ან სახლისთვის შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი, რაც დიდი ხნის განმავლობაში გსურდათ.

16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - მოგემატებათ ვალდებულება და პასუხისმგებლობა სახლშიც და სამსახურშიც. თუ დაწინაურება გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ და მოინდომოთ. ამასთან, მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან.

18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - უნდა მოინდომოთ, უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, რომ დაგინახონ, შეგამჩნიონ, მიიღებთ შედეგს, მაგრამ იოლად ვერა და უნდა მზად იყოთ თქვენი უფლებების დასაცავად.

19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - ისევ კონფლიქტური დღეა და არაა გამორიცხული რომ სამსახურის თემებში გქონდეთ უსიამოვნება. ამასთან, გაფრთხილდით, რომ საოჯახო ვალდებულებების შესრულებისას არ დაზიანდეთ.

22 ნოემბერს მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - სიახლეები გელოდებათ თქვენი კარიერის, სტატუსის თემაში და შეიძლება დაფიქრდეთ დაწინაურებაზე, რაღაც ძვირადღირებულის შეძენაზე, დაწყვილებაზე.

24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - უნდა დაასრულოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმე, შეიძლება გადაიფორმოთ, დაასრულოთ რემონტი ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შეიცვალოთ მისამართი.

26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - მოერიდეთ კონფლიქტს მეგობრებთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან.

26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - ფინანსების გამო შეიძლება ვერ წახვიდეთ მეგობართან, ვერ ჩაერთოთ საერთო პროექტში ან შეიძლება კოლექტივში თავი უხერხულად იგრძნოთ ვიღაცის ჭორების გამო. ამასთან გაფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ფული და ნივთები ონლაინ გამოწერისას.

28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - გაგიიოლდებათ ვალდებულებების შესრულება ან შეიძლება ფული დააბანდოთ იმ ნივთებში, რაც შეგიმსუბუქებთ შრომას, სასიამოვნოს გახდის საქმიანობას. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისგან ან შეიძლება დაფაროთ ვალი, სესხი, გადაიხადოთ ჯარიმა და შვებით ამოისუნთქოთ.

29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - რაღაც განსაკუთრებული და მოულოდნელი უნდა მოხდეს, რაც დაკავშირებულია თქვენს ოჯახთან, ფესვებთან. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენი წინაპრების შესახებ. შეიძლება მოგძებნოთ ნათესავმა. შეიძლება თავად გადაწყვიტოთ რაღაც ინფორმაციის მოპოვება თქვენს წინაპრებზე, მოგინდეთ საოჯახო საიდუმლოს გარკვევა. ზოგიერთმა შეიძლება მოულოდნელად გადაწყვიტოთ საცხოვრებელი მისამართის შეცვლა, უცხოეთში გამგზავრება. რაღაც მოულოდნელი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს თქვენს უძრავი ქონების თემაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიგვანიშნებს მეორე შანსზე, წარსულის გადაფასებასა და დაუმთავრებელი ისტორიების კულმინაციაზე“ - რას პროგნოზირებს ხათუნა ნოელი

⭕ლევან რატიანი იუბილარია - ცნობილი ექიმი 44 წლის გახდა

🎥 „ინტელექტი არ მოაქვს ხარისხებს და ბევრი წიგნის კითხვას... ისინი ნებისმიერ პროფესორზე და დოქტორზე მეტნი არიან“ - რას ამბობს მალხაზ გველუკაშვილი

✕