Digest Logo

„გაღიზიანების დათრგუნვა და „სულიერების“ სახელით ყველაფრის მოთმენა არის არა სიბრძნე, არამედ საკუთარი თავის ღალატი“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1758290715
ეზოტერიკაეზოტერიკა

„თითოეულ ჩვენგანს აქვს უნიკალური ვიბრაციული სიხშირე. ზოგჯერ, თქვენი და სხვა ადამიანის ენერგეტიკული ველები უბრალოდ დისონანსშია ერთმანეთთან, ისევე როგორც ორი, ერთმანეთზე აუწყობელი მუსიკალური ინსტრუმენტი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე წერს. 

მისი თქმით, გაღიზიანების დათრგუნვა და „სულიერების“ სახელით ყველაფრის მოთმენა არა სიბრძნე, არამედ საკუთარი თავის ღალატია:

„გაღიზიანების ჯანსაღი გამოვლინება:

გაღიზიანების ფესვები ორ ძირითად, სარკისებურ პრინციპში იმალება.

პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ის, რომ ეს შენში არის და ვერ ხედავ, ან არ გინდა, რომ დაინახო.

მეორე გინდა, რომ გქონდეს, მაგრამ არ გაქვს, ან ვერ ბედავ, რომ გქონდეს.

მაგრამ არის კიდევ სხვა, უფრო დახვეწილი მიზეზებიც. ზოგჯერ, გაღიზიანება არ არის რთული ფსიქოლოგიური პროექცია. ის არის ჯანსაღი, ბუნებრივი სიგნალი იმისა, რომ ვიღაც თქვენს პირად საზღვრებს არღვევს. თუ ადამიანი უპატივცემულოდ გექცევათ, თქვენს პირად სივრცეში იჭრება, თქვენი დროით მანიპულირებს ან ემოციურად გფიტავთ და ა.შ. , თქვენი გაღიზიანება არის თქვენი შინაგანი "იმუნური სისტემის" რეაქცია. ეს არის განგაში, რომელიც განიშნებთ, რომ საჭიროა საზღვრების დაწესება და საკუთარი თავის დაცვა. ამ დროს გაღიზიანების დათრგუნვა და „სულიერების“ სახელით ყველაფრის მოთმენა არის არა სიბრძნე, არამედ საკუთარი თავის ღალატი.

კიდევ ერთი მიზეზი, არის ენერგეტიკული შეუთავსებლობა. თითოეულ ჩვენგანს აქვს უნიკალური ვიბრაციული სიხშირე. ზოგჯერ, თქვენი და სხვა ადამიანის ენერგეტიკული ველები უბრალოდ დისონანსშია ერთმანეთთან, ისევე როგორც ორი, ერთმანეთზე აუწყობელი მუსიკალური ინსტრუმენტი. ამ დროს გაღიზიანება არის არა კონკრეტული ქმედების, არამედ უბრალოდ ამ ადამიანის ველში ყოფნით გამოწვეული ენერგეტიკული დისკომფორტის შედეგი“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასტიმულირებს ნაწლავებს... ორგანიზმიდან კალცს არ გვაცლის“ - ყავის მიღებასთან დაკავშირებული მითები და რეალობა

„დაკეცეთ ფურცელი, დადეთ ბუნებაში, სასურველია ხის ძირში, ისე, რომ მზის სხივებით აივსოს...“ რიტუალი, რომელიც მზის დაბნელებისას უნდა გააკეთოთ

„ზოგი მართლმადიდებელი ახლაც ანათემას გადასცემდა ჯორდანოს... რას ფიქრობთ, რამდენად მზად ვართ მსგავსი იდეებისთვის?“ - რას წერს ხათუნა ნოელი