Digest Logo

„გაიზრდება სურვილი ახალი ცოდნის მიღების, ჩვენი მეგობრული წრეები შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს“ - ხათუნა ნოელი ურანის ტყუპებში გადასვლაზე

1751576146
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ურანის ტყუპებში გადასვლაზე საუბრობს:

„ურანის ტრანზიტი ტყუპებში!

7 ივლისს, თბილისის დროით 11:45-ზე, ურანი, ტექნოლოგიებისა და რევოლუციების პლანეტა, ტოვებს კუროს მატერიალურ ზოდიაქოს და ჰაეროვან, ცნობისმოყვარე ტყუპებში გადადის, სადაც 2033 წლამდე დარჩება.
ურანი - ცვლილებების, გამოგონებების, თავისუფლებისა და რეფორმების პლანეტა - არ ცნობს წესებს. ის არის არაპროგნოზირებადი ძალა, რომელიც ამსხვრევს ჩარჩოებს და გადავყავართ ახალ განზომილებაში.

კონკრეტულად რა თემები აბარია ურანს?

ის მართავს მეგობრობას, ჯგუფში ყოფნის სურვილის სიძლიერეს, სოციუმს და სოციალურ ქსელებს. განახლების ძალას, ექსცენტრიულობის ძალას, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოთხოვნილებას, თავგადასავლების, ორიგინალურობისა და განხვავებულობისაკენ სწრაფვას, გამოგონებებს, რეფორმებს, უნიკალურობას, ექსცენტრიულობას და ექსტრემიზმს, აჯანყებებს და რევოლუციებს, ინტელექტს და იუმორის გრძნობას. მომავლის იმედებს, გენიალურ იდეეებს და საზოგადოებრივ პროგრესს... კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ჯერჯერობით აქ შევჩერდები.

რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს, ის ინფორმაციის მიმოცვლას, სწავლას, ენას, მოძრაობასა და ყოველდღიურ სოციალურ სივრცეს მართავს.

ეს არის ზოდიაქო, რომელიც ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს, კითხვებს სვამს, მუდმივად სწავლობს და ახალ კავშირებს აწყობს. მას აბარია ახალი გამოცდილება, ახალი კავშირები, ჩვენს გარშემო უახლოესი სივრცე და გარემო, ახლობელი ადამიანები, წერა, საწერი საშუალებები, ტრანსპორტი, ვაჭრობა და ზოგადად კომერცია,  ქურდობაც.

ურანიც და ტყუპებიც ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან, ზოგი თეორიით, ტყუპების მმართველი მერკური სწორედ ურანის ტერიტორიაზე მერწყულში ეგზალტირდება. პრინციპში არც ურანი გრძნობს ურიგოდ თავს ტყუპებში, დადგან ორივე სიახლეებზე, ინტელექტზე, თანაბრობასა და თანასწორუფლებიანობაზე იღებს სწორებას.

თუ ამ ყველაფერს გავაერთიანებთ, ძალიან საინტერესო მინიშნებებს ვიპოვით ისტორიის ფურცლებზე, დიახ, იმ პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც ურანი ტყუპებში მოძრაობდა - გასული საუკუნის 40-იან წლებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაშინ მოხდა, ეს იყო მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გადანაწილება და კონტროლი. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა თეზისი- ის, ვინც მართავს ინფორმაციის ნაკადს, მართავს რეალობას.
დიახ, ეს იყო ინფორმაციული ომის გადამწყვეტი წლები, როდესაც გაზეთები, რადიო და კინოწარმოება იქცა მასობრივ ფსიქოლოგიურ იარაღად. (BBC, Voice of America, საბჭოთა პროპაგანდის აპარატი )..

ეს ის პერიოდია, როცა დაიბადა ენიგმა და ალან ტიურინგის ჯგუფი (ურანისეული ინტელექტი!) გადაიდგა ფუნდამენტური ნაბიჯები კიბერნეტიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ჩამოყალიბებაში. ტექნოლოგიების დაბადება, რომელიც კომუნიკაციას შეეხება.

ზუსტად ამ ტრანზიტის დროს დაიწყო მუშაობა პირველ კომპიუტერებზე!

სატრანსპორტო საშუალებებშიც სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, რადგან მოხდა სამხედრო ტექნოლოგიების გადატანა სამოქალაქო სფეროში — თვითმფრინავები, სატვირთო ტრანსპორტი, კომუნიკაციური ქსელები.

სახე იცვალა განათლებამაც, მოხდა მისი დემოკრატიზაცია.

პირველად გამოიკვეთა იდეა, რომ ცოდნა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი (ურანი = თანასწორობა | ტყუპები = სწავლა), მაგალითად აშშ-ში მეომრებს უფასოდ აძლევდნენ განათლებას.

ასევე მოსწავლეებს მასობრივად მისცეს წვდომა სკოლისა და ბიბლიოთეკის რესურსებზე.

როგორც უკვე ვახსენეთ, ურანი აჯანყებები და რევოლუციებიცაა - ჰოდა, ეს იყო მშვიდობიანი აჯანყებების და ახალი აზროვნების ეპოქის დასაწყისი, ჩაისახა ახალგაზრდული მოძრაობები - გამოსვლები სიტყვით, პროტესტით და ახლებური აზროვნებით.

1940-იან წლებში ურანმა ტყუპებში გააფართოვა ინტელექტუალური და ინფორმაციული სივრცე, შექმნა ტექნოლოგიური საფუძველი ციფრული ეპოქისთვის,წაახალისა დამოუკიდებელი აზროვნება და კომუნიკაციის დემოკრატიზაცია,დასაბამი მისცა ახალ გლობალურ წესრიგს, რომელშიც პირველად, გონების ძალამ იარაღის ძალას გადააჭარბა.

მაგრამ ეს იყო წარსულში,რას უნდა ველოდოთ 2025–2033 წლებში?

• სავარაუდოდ მოსალოდნელია ტექნოლოგიური რევოლუცია კომუნიკაციაში, ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ყოველდღიურ დიალოგში.

• ჭკვიანი ტრანსპორტი, ჰაერში მოძრავი ტაქსი.  

• ციფრული იდენტობა, მენტალური კავშირები (მაგ. ნეირონული ინტერფეისები).

შესაძლებელია მივიდეთ მენტალური ქსელის ერამდეც კი, სადაც ინფორმაციული თანასწორობა გახდება ახალი თავისუფლების განმსაზღვრელი.

შეიცვლება სწავლების და აზროვნების ფორმები, ადგილს დაიმკვიდრებს განათლების ალტერნატიული მეთოდები — სწრაფი, არატრადიციული სწავლება.

• ენების ევოლუცია და ახალი წერითი სიმბოლური სისტემების გამოგონება

• ცოდნის გავრცელების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დემოკრატიზაცია

• არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს მედიის სტრუქტურების ჩამოშლა და ახალი ფორმების დაბადება. როგორც ჩანს ასევე იქნება ბრძოლა „სინთეტიკურ“ და „რეალურ“ ახალ ამბებს შორის. დაიწყება მედიის რეფორმა, ინფორმაციის კონტროლი და მაკონტროლებელ ცენტრებთან მედიის დაპირისპირება. შესაძლოა სოციალურმა ქსელებმაც განიცადონ ცვლილება, ფაქტობრივად ეს უკვე დაწყებულიც კია - „მეგობრობა“ როგორც ციფრული კონტრაქტი და არა ემოციური კავშირი.

• აგრეთვე საჭირო გახდება ანონიმურობისა და ავთენტიკურობის წონასწორობის ბალანსი... სავარაუდოდ გამოჩნდება ტრანსპორტის ახალი ფორმები..

გაიზრდება სურვილი ახალი ცოდნის მიღებისა. ჩვენი მეგობრული წრეები შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაიწყებს ბლოგინგს, პოდკასტინგს, წიგნის წერას ან იდეების გავრცელებას..

მოიმატებს ინტერესი ასტროლოგიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის ციფრულ ფორმებზე.

სამწუხაროდ, შესაძლოა, ამ ყველაფერმა მოიტანოს ნეგატიური მხარეც - ინფორმაციული გადატვირთვა, ზედაპირულობა.

სისწრაფეზე აქცენტი — შინაარსის ხარჯზე.

ხელოვნურად აგებული რეალობისა და რეალური გამოცდილების არევ-დარევა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ურანი ტყუპებში უბრალოდ ცვლილებაა — ეს კვანტური ნახტომია აზროვნებაში, ურთიერთობაში და ინფორმაციისადმი დამოკიდებულებაში.

ვისაც სიახლეების ეშინია, ის ვერ აუბამს მხარს. ისინი კი ვინც დროულად ადაპტირდებიან — მათთვის ეს შესანიშნავი ევოლუციური შესაძლებლობა იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი, უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს“ - წალენჯიხაში მამუკა ჩანგელიას გლოვობენ

„კარგ განწყობასა და პროდუქტიულობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“ - 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ხელფასს რომ ვიღებდით, ვაბარებდით დედამთილს და ის ანაწილებდა საქმეში, თუ დაგვჭირდებოდა გვაძლევდა“ - გია ჯაჯანიძის დედა