
წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. 35 წლის მამუკა ჩანგელია დედამ საკუთარ სახლში, საწოლში უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში „წალენჯიხის მაცნე“ ავრცელებს:
„ჩვენი მამუკა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა.
უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს.. დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
დიდი გულის ტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, წალენჯიხასა და სრულიად ჯგალის თემს ახალგაზრდა ბიჭის, მამუკა ჩანგელიას გარდაცვალებას, უფალს ებარებოდეს მისი ლამაზი სული, გამძლეობა ოჯახს“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: