Digest Logo

„გამჩნევენ, მაგრამ არ გიმჩნევენ, იმისთვის რომ შეგიმჩნიონ უნდა იყოთ ხმამაღალი და პრინციპულად ჯიუტი, ყველაფერი რასაც ახლა გაბედავთ სექტემბრის ბოლოს შედეგს მიიღებთ“ - სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი

1721465716
სოფია ბზეკალავა

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ამის შესახებ ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა გადაცემაში „შენი დილა“ საუბრობს.

♈ვერძი

კვირის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თქვენ შეიძლება დაიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აქამდე არ გაგიკეთებიათ. 

ასევე შეიძლება დაიწყოთ ახალი ურთიერთობები და მიხვდეთ, სად მიდიოდა თქვენი რესუსრი უაზროდ. ეცადეთ წარსულზე არ იდარდოთ.

♉კურო

გაქვთ შანსი შეცვალოთ საკუთარი გარეგნობა, თუმცა უმჯობესია ეს იყოს უსაფრთხო მეთოდი. მიმდინარე პერიოდში იწყებთ საკუთარი თავის დაფასება. არ შეგეშინდეთ ჩახედოთ თვალებში ახალ რეალობას. 

♊ტყუპები

გაქვთ საშუალება განთავისუფლდეთ ბევრი რამისგან, ეს შესაძლოა იყოს გარემოცვის გაფილტვრა. ამ პერიოდში თქვენ არ დაკარგავთ ნამდვილ მეგობრებს, თქვენ დაკარგავთ კარგად შენიღბულ ვითომ მეგობრებს. 

♋კირჩხიბი 

გაქვთ საშუალება გააცნობიეროთ ვინ არიან თქვენს ირგვლივ ნამდვილი მეგობრები, ასევე გადაიტვრთება მომავლის სამომავლო გეგმები. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მომავალში თქვენ დაგეხმარებიან.

♌ლომი 

ბევრი რამ დალაგდება, რაც ეხება სამსახურს და ჯანმრთელობას და მიხვდებით, რა ტიპის ბალანსი უნდა დატოვოთ წარსულში. შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, არ შეგეშინდეთ გაბედეთ!

♍ქალწული 

წარსულში მოგიწევთ დაბრუნება ემოციურად, რაც მოგცემთ საშუალებას საბოლოოდ გაარკვიოთ როგორ ცხოვრებას იმსახურებთ. გახსოვდეთ „ჭრილობა“, რომელსაც არ უმკნალეთ თავს გაგახსენებთ, და მას აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, გახსენით, უმკურნალეთ და გაუსწორეთ თვალი.

♎სასწორი

ბევრი სიტუაცია იქნება დაკავშირებული მომავლის ახალ პერსპექტივებთან, დროა გაერკვიოთ რა გაბედნიერებთ. შეიძლება თქვენ ცხოვრებაში იყოს მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიც არის მოულოდნელი ორსულობა, ან ბავშვის დაბადება ეს იქნება განსაკუთრებული ბავშვი თქვენ ცხოვრებაში.

ასევე შეიძლება მოგიწიოთ საცხოვრებლის შეცვლა, თქვენი პარტნიორის საქმიდან გამომდინარე.

♏მორიელი

თქვენ შემთხვევაში გაქვთ შანსი გადატვირთოთ თქვენი პირადი ურთიერთობები, აქ იქნება მოულოდნელი და მნიშვნელოვანი სცენები, ურთიერთობები რომლის დაწყებას ვერ ბედავდით დაიწყეთ, ან პირიქით რასაც ვერ ასრულებდით დაასრულეთ. გააკეთეთ ის, რაც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას, და არ იფიქროთ იმაზე, რას იტყვიან ნათესავები.

♐მშვილდოსანი 

გაქვთ რესურსი ახალი ეტაპის და ადამიანების მოპოვების, ისინი მოგცემენ შანსს თქვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი, მოგაწვდიან იდეას თუ რა მარტივი ყოფილა ყველაფერი.

♑თხის რქა 

თქვენთვის მნიშვნელოვანია 21 ივლისს სავსემთვარეობა, პირდაპირ პიკზე დგახართ ტრანსფორმაციის, განსაკუთრებით კი ვინც 15 - 20 იანვრის შუალედში ხართ დაბადებული. სიტუაცია წამოიწევს სამსახურებრივ საკითხებს, ეცადეთ თუ სამსახურებრივ საქმეში კონკურენციის თემა იქნება, ეცადეთ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, არ შეეჯიბროთ არავის და იყავით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

♒მერწყული

შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი, წახვიდეთ ემიგრაციაში, შეიცვალოთ პროფესია. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში იყვნენ პარაზიტივით განთავისუფლდეთ მათგან. მნიშვნელოვანია გქონდეთ გამბედაობა, ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში ამის შანსები გაქვთ მაღალი, მთავარია მოიშოროთ წარსული და იაროთ წინ.

♓თევზები

სავსემთვარეობა კულმინაციურად დააყენებს საკითხს, რომელიც უკავშირდება მეგობრებს, გუნდს ჯგუფს კოლექტივს. თქვენ შეიძლება მიხვდეთ, რომ ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების ფსიქო-ემოციურობა, ვისაც აქამდე ითვალისწინებდით, ილაპარაკეთ არ შეგეშინდეთ.

კარგი იქნება გუნდში და კოლექტივში თუ მოითხოვთ იმაზე მეტს ვიდრე გთავაზობენ, დიდი ალბათობით გამჩნევენ, მაგრამ არ გიმჩნევენ, იმისთვის რომ შეგიმჩნიონ უნდა იყოთ ხმამაღალი და პრინციპულად ჯიუტი. ეს მოგცემთ შანსს დაიწყოთ ახალი რაღაცები დააკაკუნოთ კარზე, თუ კარი არ გაგიღეს, გააღეთ ფანჯარა. ყველაფერი რასაც ახლა გაბედავთ სექტემბრის ბოლოს ამის შედეგს მიიღებთ, მთავარია იყოთ თამამი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა, როგორ გვტკივა ყველას...“ – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა რევი დემეტრაშვილის გარდაცვალებაზე

⭕„ახლა არის ისეთი პერიოდი, როდესაც შემთხვევით არაფერი არ ხდება... 21 ივლისს სავსემთვარეობაა, რაც ყველა ზოდიაქოს ნიშანში გაზრდის ემოციურ ფონს“ - სოფიო ბზეკალავა

⭕ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა