Digest Logo

🎥 გამძაფრებული ომები, ქვეყნების გაქრობა და სწრაფი ცვლილებები - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 2026 წლისთვის

1766744818
მიხეილ ცაგარელი

2026 წელი უბრალოდ კალენდრის კიდევ ერთი შემობრუნება არ არის. ეს არის წელი, როდესაც ცა იცვლის თავის პეიზაჟს. პლანეტები, როგორც უძველესი მსახიობები, აღადგენენ მიზანსცენას, სადაც თითოეულს თავისი როლი აქვს მინიჭებული. 

რას მოითხოვს ჩვენგან 2026 წელი, რა მოხდება ცის კაბადონზე, რა ენერგიები მართავს მომავალ წელს და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ წარმატება - აღნიშნულ თემაზე „დაიჯესტს“ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა და ჩვენს მკითხველს საინტერესო, სასარგებლო რეკომენდაციები მისცა:

„რადიკალური ცვლილებები გველის. წარმოიდგინეთ, გველი, რომელიც ადამიანს აჰიპნოზებს, არის უფრო პასიური, ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში - გვქონდა „ინ“ ენერგია, ანუ პასიური ენერგია. პროცესები მიდიოდა ნელა, კულისებს მიღმა. სტილისტიკა იყო ასეთი - ფრთხილად, კულისებს მიღმა. არავინ ხმაურობდა და ბოლოს რაღაც ირკვეოდა. გველის წელიწადში სამყაროში დიდი ამბები ხდებოდა, ახლა კი სამყარო ისეთ პერიოდში შევიდა, როცა გარდამტეხია. რომ იცოდეთ რა ხდება ცის კაბადონზე, რა სამკვდრო-სასიცოცხლო ომია, უკრაინის ომი იმასთან შედარებით არაფრად მოგეჩვენებათ. უმრავლესობა რევოლუციების სწორედ გველის წელში მიდიოდა. 

მოდის ცეცხლის სტიქია, ცხენი არის მუსტანგი, ის არ არის ჩვეულებრივი, არამედ ველური ცხენია. შემოდის უზარმაზარი „იან“ ენერგია, დადებითი და აქტიური. არ ნახული ენერგია მოდის, ზედმეტად დიდი და უცებ ის რაც ჩუმად კეთდებოდა, ახლა წინა პლანზე წამოიწევს. 2026 წელი გამოააშკარავებს იმ ჩუმ პროცესებს, რაც 2025-ში დაიწყო. 

არ არის გამორიცხული, ომის ფორმა გახდეს უფრო მძაფრი. ადამიანები გამოცოცხლდებიან, გადავლენ აქტიურ ფორმაში ურთიერთობებისა, მაგრამ გვაქვს ხიფათები: ენერგია მოდის, მოზღვავებულია და ვინ როგორ გაუძლებს ამას? თუ ადამიანი ისედაც ენერგიულია და კიდევ ორმაგი ემატება, კაცმა არ იცის როგორ გადაამუშავებს. შეიძლება უფრო გაღიზიანებული გახდეს და გადავიდეს მანქანის ჯირითზე, შექმნას ტრავმულ-ავარიული შემთხვევები, კაზინოში აზარტით და გააღატაკოს ოჯახი, შევიდეს კონფლიქტებში. 

თუ ამ ენერგიას სასიკეთოდ გამოიყენებთ, შემოქმედებით ნიჭის, უნარის გამოსავლენად, იდეების რეალიზაციისთვის, სიკეთის გამოსავლენად, მაშინ სამყარო დაგაჯილდოებთ. 

გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული დოღი, თან სერიოზული აუცილებლად იქნება. ყველა ვსხედვართ ცხენზე და გვინდა თუ არა, უნდა ვისწავლოთ მისი მართვა. ვინც არ იცის, მოსახვევებში გადმოაგდებს. სპეციფიკური წელიწადია, მშვიდი არ ეთქმის. 17 თებერვალს შემოდის, ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გვაქვს და როცა წელიწადი ასე იწყება, ვერავინ იტყვის, რომ მშვიდი იქნება. 

რაც გველმა დაიწყო, დამთავრდება 2030 წელს და ძალიან დიდი ცვლილებებით მოხდება ეს. მსოფლიოში არაერთი ქვეყანა გაქრება. შეიცვლება საზღვრები სერიოზულ დონეზე. მოემზადეთ სწრაფი და რადიკალური ცვლილებებისთვის. შემოვა ახალი სისტემები, შეიცვლება გეოპოლიტიკა, ფინანსები, ახალი ვალუტები შემოვა, კრიზისიც იქნება საფინანსო.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიურ პროგნოზს 2026 წლისთვის:

ვერძი - წლის პირველი ნახევარი საინტერესოა, დადებითი ელფერი აქვს, მაგრამ უნდა იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით. ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ. დაიცავით სტაბილიზაცია სანათესავო, ოჯახურ ურთიერთობებში. რაც უფრო მეტად გექნებათ ეს სფერო მოწესრიგებული, მით მეტი წარმატება გექნებათ. ეცადეთ, სამშობლოში მეტი დრო გაატაროთ, უფრო მეტ და კარგ წინადადებებს მიიღებთ. კარგად გაერკვიეთ ქვეყნის ისტორიაში. პატივი მიაგეთ წინაპრების სულს, მათგან დაცვას მიიღებთ. წლის მეორე ნახევარში სიყვარულის პერიოდი გეწყებათ. შეიძლება უცებ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ვისთანაც გაიფურჩქნება სიყვარული. შვილებთან ურთიერთობა ზრდის თქვენი წარმატების ფაქტორს. წლის მეორე ნახევარში ლატარიებში, კონკურსებში მონაწილეობა იქნება წარმატებული. 

კურო - წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია. ნაკლებად გიყვართ ეს ყველაფერი, მაგრამ დაემორჩილეთ კოსმოსს. რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, კონტაქტი, შეხვედრა, მოლაპარაკება, იკითხეთ ბევრი წიგნი, მოვა ახალი ინფორმაციები და ეს ყველაფერი მოგცემთ რეალიზაციის საშუალებას, რაც მატერიალურ დივიდენდებს მოგცემთ. რაც მეტად გააუმჯობესებთ ურთიერთობებს მეგობრებთან, მეზობლებთან, დებთან, ძმებთან, წამოვა მათგან მხარდაჭერა. მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით წლის პირველი ნახევარი გადასარევია. მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ტრადიციებს, ახლობლებს, წეს-ჩვეულებებს. 

ტყუპები - წლის პირველი ნახევარი საინტერესოა ფინანსური კუთხით. ადრე დაწყებული საქმეებიდან მიიღებთ ფინანსურ დივიდენდებს. არ იჩქაროთ, არ არის საჭირო იმპულსური გადაწყვეტილებები. შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. შემოიკრიბეთ ირგვლივ ერთგული ადამიანები. წლის პირველ ნახევარში გამოავლინეთ ნიჭი, უნარები. მეორე ნახევარი კომუნიკაციის, მოლაპარაკებების, პარტნიორული თანამშრომლობის, მგზავრობა-მოგზაურობის დროა, გაილაღებთ. 

კირჩხიბი - პირველი ნახევრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ. მოასწარით რაც შეიძლება მეტი ახალი საქმე, პროექტი, თანამშრომლობა. ნუ შეგეშინდებათ, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. იყავით ლიდერი, ხელმძღვანელი, ნუ მიიძინებთ. წლის მეორე ნახევარში იუპიტერი მეორე სახლში გადადის, რაც ნიშნავს, რომ ფინანსებს მიიღებთ. ძალიან კარგი დროა ინვესტიციისთვის, საყიდლებისთვის, ბიზნესს პროექტებისთვის. 

ლომი - პირველი ნახევარი მოსამზადებელი პერიოდია. სამყარო ითხოვს საიდუმლოს დაცვას, ენაზე კბილის დაჭერას. ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე ისაუბრეთ, ეს წარმატებას მოგიტანთ. წინა პლანზე წამოვა რწმენა. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გჯერათ, არ გჯერათ, გწამთ, არ გწამთ. შეიძლება დაინტერესდეთ რელიგიით, ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით, ასტროლოგიით. წლის მეორე ნახევარში მთავარი ფავორიტი გახდებით, ამიტომ მეტი აქტიურობა მოგიწევთ, კონტაქტები, შეხვედრები. 

ქალწული - პირველი ნახევარი ითხოვს ისეთ რამეს, რაც თქვენი არ არის, რეფორმა, სიახლე! აქედან მოდის წარმატება, დანერგეთ სიახლეები, ახალი იმიჯი, ახალი ურთიერთობა. რაც მეტად გექნებათ ურთიერთობა ინტერნეტთან, მიიღებთ კარგ ინფორმაციებს. მოგეთხოვებათ არასტანდარტული გადაწყვეტილება, მოქმედება. წლის მეორე ნახევარში ენაზე კბილი უნდა დააჭიროთ და არ გათქვათ საიდუმლო. შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები რელიგიაზე, ფსიქოლოგიაზე. სულიერ ამაღლებას დაუთმეთ ეს დრო.

სასწორი - პირველ ნახევარში შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელებთან, რადგან კარგი პროფესიული განვითარების შანსები. შეიძლება იაროთ კურსებზე, აიმაღლოთ განათლება. მოგეთხოვებათ დისციპლინა, ნებისყოფის გამოვლენა, ეს მოგცემთ რეალურ შანსებს წარმატების. წლის მეორე ნახევარში გეხსენებათ მარწუხები, გათავისუფლდებით. მეგობრული ურთიერთობებისთვის, ინტერნეტისთვის, სიახლეებისთვის კარგი პერიოდი გექნებათ. 

მორიელი - თავისუფლდებით შავი მთვარისგან, ამოისუნთქავთ. ყურადღებით იყავით ფინანსებთან, მოეშვით ზედმეტ ხარჯებს, კაპიტალ დაბანდებებს, ინვესტიციებს მოერიდეთ. სასიკეთო პერიოდია კარიერისთის, განვითარებისთვის, ახალი თანამდებობის წინაშეც შეიძლება დადგეთ. მგზავრობა-მოგზაურობისთვის, სწავლისთვის იქნება ძალიან კარგი დრო. წინა პლანზე წამოსწიეთ ოპტიმიზმი. მეორე ნახევარი ხელს უწყობს პროფესიულ წინსვლას. აუცილებელი პირობაა ხელმძღვანელებთან გქონდეთ კარგი ურთიერთობა.

მშვილდოსანი - გჭირდებათ მეტი ყურადღება, რადგან ლილიტი თქვენს ზოდიაქოშია. ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი ცოტა კრიზისულია, ასევე მენჯ-ბარძაყის ძვალს. მოტეხილობების, ტრავმების ალბათობა მაღალია. უცხოეთთან კონტაქტი სახიფათოა, შეიძლება მატყუარა უცხოელებს გადაეყაროთ. არავითარი მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები მათთან. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით. წლის მეორე ნახევარი სასიკეთოა უფრო მეტად, შემოდის კარგი დრო მოგზაურობისთვის, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისთვის, იმატებს ოპტიმიზმი. 

თხის რქა - მოასწარით 1-ელ სექტემბრამდე მნიშვნელოვანი საქმეები. ქორწინებისთვის, შემოქმედებითი ნიჭის, უნარის გამოსავლენად საუკეთესო პერიოდია. მოაგვარეთ პრობლემები მშვიდობიანად და არა კონფლიქტებით. ლილის გადმოსვლის შემდეგ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ხელმძღვანელებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ სამსახურის დაკარგვა.

მერწყული - პირველი ნახევარი ხელს გიწყობთ დალაგებაში. გონება, აზრები, ემოცია, საქმე, ჯანმრთელობა დაგილაგდებათ! მოემზადეთ ახალი მოვლენებისთვის. წლის მეორე ნახევარში სამყარო ითხოვს საიდუმლოს დაცვას და მაშინ შეგიძლიათ თავისუფლად მოქმედება. იყავით მომთმენი, ნებისყოფიანი, ორგანიზებული. პარტნიორული თანამშრომლობისთვის და ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია.

თევზები - წლის პირველი ნახევარი ხელს უწყობს პარტნიორულ, სასიყვარულო ურთიერთობებს, შვილების გასაჩენად საუკეთესო პერიოდია. კარგი შესაძლებლობა გექნებათ პედაგოგიური ნიჭის გამოსავლენად. შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. წლის მეორე ნახევარში ჯანმრთელობის საკითხები დაალაგეთ, რათა 2027 წლიდან დაიწყოთ „რესტარტი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამახსენდა ყველა კადრი მისი დაბადებიდან დღემდე და მთელი არსებით წამსკდა ცრემლები“ - კადრები გიორგი ჭოხონელიძის შვილის ზეიმიდან

🎥 „ყველგან ქართული…“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

რა არის რეკომენდებული და რისგან ღირს თავის შეკავება 26 დეკემბერს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი