Digest Logo

🎥 „გამახსენდა ყველა კადრი მისი დაბადებიდან დღემდე და მთელი არსებით წამსკდა ცრემლები“ - კადრები გიორგი ჭოხონელიძის შვილის ზეიმიდან

1766740297
გიორგი ჭოხონელიძე

მომღერალ ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე, მუსიკოსი ანეტა ნიკურაძე 2021 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთი შვილი ჰყავთ, რომელსაც საახალწლო ზეიმი ჰქონდა.

ბაღში გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს ნატო გელაშვილის რძალი ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საკუთარ ემოციებზე საჯაროდ საუბრობს:

„ემოციებით დაღლილი -  ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი თოვლის ბიჭის პირველ სადღესასწაულო საღამოს ვესწრებოდით, გამახსენდა ყველა კადრი მისი დაბადებიდან დღემდე და მთელი არსებით წამსკდა ცრემლები.

სიხარულისგან მინდოდა ყვირილი, რომ უკვე ამხელა არის ჩემი შვილი, რომ ამ დროს აქ ვზივარ… ღმერთო, მადლობა დაუვიწყარი და შეუდარებელი ემოციებისთვის.

რომ გამოვიდა დავიწყე სიცილი მოკლედ, ტრაგიკომედია მქონდა დღეს, გვერდიდან ალბათ ცოტა გიჟი ვჩანდი ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო, თავისი ინდივიდუალიზმით, წარმოუდგენელია არ გაგცინებოდა…

ცოტა იმღერა, ცოტა იჩხუბა, წაუცეკვა კიდეც, მაგრამ მაინც მკაცრად და ვაჟკაცურად აკონტროლებდა გარემოს.

ეს ემოციები არ მეორდება კიდევ და კიდევ ძალიან დიდი სიმდიდრე შევიძინე დღეს ამ ემოციების სახით, რომელიც ჩემი შვილების მოგონებების სკივრში საოცარი სითბოთი შეინახება“, - წერს ანეტა ნიკურაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1506616750443012

ცნობისთვის, წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველგან ქართული…“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

რა არის რეკომენდებული და რისგან ღირს თავის შეკავება 26 დეკემბერს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

🎥 როგორი ენერგიებით დაიბადებიან 2026 წელს ბავშვები და რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი