Digest Logo

რა არის რეკომენდებული და რისგან ღირს თავის შეკავება 26 დეკემბერს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

1766738659
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 26 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:

„26 დეკემბერი - დღე 8 • 2 • 1-ის ენერგიით. დღეს განსაკუთრებული დღეა.

თბილი, მსუბუქი, ისეთი შეგრძნებით, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

ენერგია რბილია, მაგრამ ძლიერი - სავსე სიამოვნებით, თავდაჯერებით და შინაგანი სიმშვიდით.

პატარა გაფრთხილება:

თუ იცი, რომ ცდუნებას ადვილად ეძლევი - დღეს სჯობს თავი შეიკავო.

ენერგია მიმზიდველია, ემოციები ძლიერია, მაგრამ გონივრული არჩევანი ყველაფერს გაამყარებს.

გარეგნობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეირჩიე ის, რაც თავს ლამაზად და თავდაჯერებულად გაგრძნობინებს.

არავის გამო — მხოლოდ საკუთარი თავისთვის. როცა შენ მოგწონს საკუთარი ანარეკლი, სამყარო პასუხობს იმავე სიხშირით.

ურთიერთობა და კომუნიკაცია:

იდეალური დღეა შეხვედრებისთვის, გულწრფელი საუბრებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვის. შეცვალე გარემო — ეწვიე ახალ ადგილს, გაისეირნე, ისუნთქე სხვანაირად. მცირე ცვლილება დღეს დიდ ენერგიას გაძლევს.

შეხვედრები და ნაცნობობა:

დღე ხელს უწყობს გაცნობას — როგორც სიყვარულის, ისე სასარგებლო კავშირების თვალსაზრისით.
ენერგია მარტივად იზიდავს სწორ ადამიანებს.

ვენერას დღე:

ქალებისთვის — დროა თავი გაანებივრონ. სილამაზე, პატარა სიამოვნებები, მოვლა — ყველაფერი სწორად მუშაობს.

მამაკაცებისთვის — ყურადღება და სითბო განსაკუთრებულად ფასობს.

პატარა რიტუალი: გამოცვალე მარილი მარილის ჭურჭელში.

ახალი მარილი - ახალი ენერგია, სიმსუბუქე და კეთილდღეობა.  ეს დღე მსუბუქია, თბილი და ნათელი.

მოირგე სილამაზე, გაიხარე და მიეცი საკუთარ თავს უფლება — იყო ბედნიერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი ენერგიებით დაიბადებიან 2026 წელს ბავშვები და რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას, სხეულს და ორგანოებს? - სოფია ბზეკალავას განმარტება

„26 ღამით, 27 დეკემბერი რომ თენდება, დაალაგე მონეტები ფანჯრის რაფაზე...“ - თამუნა იოსელიანი ფულის მოსაზიდ რიტუალს გვიმხელს