ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 10 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი — 10 თებერვალი
მთვარის დღე — 22 / 23
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე მორიელში / მშვილდოსანში
ვერძი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ დღეს შესაძლოა სირთულეების გადალახვა და არასასიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. კარგად ნაცნობ საქმეშიც შეიძლება დამატებითი დაბრკოლებები გაჩნდეს. შეინარჩუნეთ მშვიდი და პოზიტიური განწყობა, ენდეთ საკუთარ ძალებს. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება.
კურო
დილა გაატარეთ მშვიდად და სასიამოვნოდ, ნელ-ნელა ჩაერთეთ სამუშაო რიტმში. დღის პირველ ნახევარში კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, მაგრამ შუადღის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება. უცნაური ან არასტანდარტული დავალება საშუალებას მოგცემთ თქვენი ტალანტები გამოავლინოთ და წარმატებას მიაღწიოთ.
ტყუპები
დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების ან პასუხისმგებლობიანი მოლაპარაკებების დაგეგმვა. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს ვიღაცამ შეიძლება იმედები გაგიცრუოთ. პირად ურთიერთობებში იყავით ტაქტიანი და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ.
კირჩხიბი
დღე წარმატებული იქნება, თუ შუადღემდე მსუბუქ რუტინულ საქმეებს მიხედავთ. მნიშვნელოვანი საკითხები საღამოსთვის დატოვეთ ენერგია მოიმატებს. ექსპერიმენტები სხვა დროისთვის გადადეთ და პრაქტიკულად მიუდექით ყველაფერს.
ლომი
ნელა შედით სამუშაო რეჟიმში და მოვლენები არ დააჩქაროთ. ენერგია დღის მეორე ნახევარში მოიმატებს და შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაც მოინდომოთ. თუ რამე არ გამოდის დროებით გადადეთ.
ქალწული
მოემზადეთ დატვირთული დღისთვის. სირთულეები შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს იმოქმედეთ მშვიდად და რაციონალურად. დღეს გაქვთ შანსი ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და წინ წაიწიოთ მნიშვნელოვან საქმეში.
სასწორი
მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. უმჯობესია მარტო იმუშაოთ და თავიდან აიცილოთ ზედმეტი საუბრები. ახლობელთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს სადავო თემებს მოერიდეთ. საღამო სახლს გარეთ გაატარეთ, გაისეირნეთ.
მორიელი
შესაძლოა მოსაწყენი საქმეებით დაკავდეთ. შეეცადეთ სწრაფად დაასრულოთ, რათა სასურველ საქმიანობაზე გადაერთოთ. გამოიჩინეთ დიპლომატია და კომპრომისზე წადით ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა დიდი გეგმების რეალიზებისთვის. იმოქმედეთ პროფესიონალურად და მტკიცედ. აკონტროლეთ პროცესები, რათა შეცდომები აირიდოთ. საღამოს სტუმრები მოიწვიეთ ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ დრო.
თხის რქა
ნელა და მშვიდად დაწყებული დილა დაგეხმარებათ პროდუქტიულ დღეზე განწყობაზე. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს გადაღლა ჯანმრთელობაზე აისახება. შენიშვნები მიიღეთ როგორც რჩევა და ზედმეტად ნუ გაღიზიანდებით.
მერწყული
შესაძლოა მეგობარმა ან კოლეგამ იმედები გაგიცრუოთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას ჯერ მეტი ინფორმაცია მოიპოვეთ. სამსახურში იყავით უფრო გადამწყვეტი და მიზნების მიღწევაზე კონცენტრირდით. საღამოს მეგობრებთან ერთად ხმაურიან გარემოში განტვირთვა სასარგებლო იქნება.
თევზები
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის დაგეგმეთ მაშინ თქვენი ენერგია გაიზრდება. შესაძლოა სამსახურში მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება, რაც პროფესიულ პოზიციას გაგიმყარებთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელმა წყვილმა დატოვა მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ - მეშვიდე ეპიზოდი შედგა
⭕„თქვენ შეიძლება რამე სასაცილო ამბავს ელოდით...მაგრამ აი, ეს არის სოფელი“ - გიორგი კეკელიძე