დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, ეთიკური და ესთეტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გამოიჩინეთ მეტი სითბო და ყურადღება ხანდაზმულების მიმართ. ეცადეთ შეასრულოთ დღეისთვის დაგეგმილი ყველა საქმე და არ სცადოთ მათი ხვალისთვის გადადება.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კამათი, უმჯობესია სადავო საკითხები საერთო ენის გამონახვითა და დათმობით გადაწყვიტოთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პირადი და პროფესიული საკითხების გადასაჭრელად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საოჯახო ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა –კარგი დღეა მასაჟისა და იოგას ვარჯიშების ჩასატარებლად, ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, დროებით შეიკავეთ თავი თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - მამუკა ხაზარაძის პირადი
🔘ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე
🔘ცხოვრებისეული სევდა, ბავშვობა, სიყვარული - ანა დოლიძის პირადი