Digest Logo

🎥 „გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსური მიმართულებით“ - 10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1741588685
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, უმჯობესია დღეს გამოიჩინოთ სიფრთხილე განსაკუთრებით ბასრი ნივთების მიმართ“, -   ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი 

მოზღავევბული ენერგია გაქვთ, შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი საქმეები, არ არის კარგი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება.

კურო

ეცადეთ მეტად შემოქმედებითები იყოთ და გამოხატოთ თქვენი იდეები, თამამად შეიძლება პირადი ურთიერთობების კუთხით სიახლე გქონდეთ. 

ტყუპები 

კარგია დღეა კომუნიკაციისთვს და მნიშნეკლოვანი საქმეების მოსაგვარებლად. 

კირჩხიბი

სასიამოვნოა დღეა, უმჯობესია ეს დღე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად გაატაროთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ ემოციები.

ლომი

აქტიური დღეა და შეგიძლიათ თამამად გამოიჩინოთ თქვენი ლიდერული თვისებები. ფინანსური კუთხით ელოდეთ დადებით ცვლილებებს.

ქალწული

ეცადეთ არ ენდოთ სხვის მოტანილ ამბავს, გაფილტრეთ და გადაამოწმეთ ეს ამბავი, რომელსაც მიიღებთ.

სასწორი

მშვიდი და ჰარმონიული დღეა. გაქვთ საშუალება გამოასწოროთ ძველი შეცდომები.

მორიელი 

ინტუიცია გეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადაგმაში, შეიძლება იყოს ცვლილებები სამსახურის მხრივ და იყავით ობიექტურები, არ გამოიტანოთ ნაადრევი დასკვნები.

მშვილდოსანი

იყავით ოპტიმისტები, გაქვთ ახალი შესაძლებლობები. ასევე შეიძლება გქონდეთ მოულოდნელი ხარჯები, მაგრამ ეს შენაძენი მოგიტანთ წარმატებას.

თხის რქა 

ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. დაიწყეთ ნებისმიერი სირთულის საქმე, გახსოვდეთ თქვენი დრო ოჯახსაც დაუთმეთ.

მერწყული

კარგი დღეა ურთიერთობების მხრივ, შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები. მიაქციეთ ყურადღება თქვენ ჯანმრთელობას.

თევზები

იყავით თამამები და გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და უნარი. იმოქმედეთ და ბოლომდე გამოხატეთ თქვენი შეგრძნებები.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 როგორ გადავლახოთ კრიტიკული ეტაპები ქორწინებაში? და რა როლი აქვთ ბავშვებს წყვილის ურთიერთობაში? - ფსიქოლოგის რჩევები

⭕საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

🎥 მერაბ დვალიშვილის და მარკ ცუკერბერგის შეხვედრა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი ჩემპიონი?