Digest Logo

„გამოიყენეთ ეს ენერგია შესაქმნელად, არა დასაპირისპირებლად, გაბედეთ გამოჩენა“ - ანა ჯალაღონია მარსის ლომის ნიშანში გადასვლაზე

1790686009
ანა ჯალაღონია

მარსი გადავიდა ლომის ნიშანში და ახლა ის, რაც გულში გქონდათ დამალული, უფრო ხმამაღლა გამოვა გარეთ.

ამ პერიოდში ძლიერდება ამბიცია, ვნება, კონკურენცია, ყურადღების მოთხოვნილება და საკუთარი თავის დამტკიცების სურვილი.

❤️ სიყვარულში კი მეტი ვნება და ინიციატივა, მაგრამ ასევე შეიძლება გამძაფრდეს ეჭვიანობა და დრამა.

საქმეში მეტი გამბედაობა, ლიდერობის სურვილი და საკუთარი ნიჭის წარმოჩენა იქნება თვალში საცემი, მაგრამ ფრთხილად, ერთი სიტყვაც კი შეიძლება საკმარისი გახდეს სიამაყის, ეგოს ან ძალაუფლებისთვის ბრძოლის გასაღვივებლად.

გამოიყენეთ ეს ენერგია შესაქმნელად, არა დასაპირისპირებლად. გაბედეთ გამოჩენა, დაიწყეთ ის, რასაც დიდი ხანია აჭიანურებთ და მიეცით თქვენს ნიჭს ასპარეზზე გასვლის საშუალება. მარსი ლომში ერთ რამეს გვახსენებს, თუ გინდა შენი დრო დადგეს, თავად უნდა გახვიდე სცენაზე.

საუკეთესო პერიოდია შემოქმედებისთვის, საკუთარი საქმის წინ წასაწევად, კამერასთან გამოჩენისთვის, სპორტისთვის და იმ საქმის დასაწყებად, რომელიც გულით გინდათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ეგო, სიამაყე, დრამა და დაუფიქრებელი კონფლიქტები შეიძლება ენერგიის მთავარ შემაფერხებლად იქცეს.

♌ განსაკუთრებით იგრძნობენ ფიქსირებული ნიშნები, ლომი, მერწყული, კურო და მორიელი, ასევე ძლიერად გააქტიურდებიან ვერძი და მშვილდოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მისი მრავალმხრივი ნიჭი და სცენური ოსტატობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას იმსახურებდა“ - მსახიობი მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა

🎥 რატომ იმატებს თმის ცვენა შემოდგომაზე და რა შველის თმის გაყოფილ ბოლოებს? - დერმატო-ტრიქოლოგის რეკომენდაციები

⭕რეტროგრადული მერკურის შემოდგომის მარყუჟი: თვითრეფლექსია, წარსულის ანალიზი, საიდუმლოების გამჟღავნება - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

✕