Digest Logo

„გამორჩეული დღეა - მთვარე, სატურნი და ნეპტუნი ერთ ძალად შეიკვრებიან და ...“ - რას წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი

1769144595
 ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მთვარის, სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე წერს და 23 იანვარს გამორჩეულ დღეს უწოდებს:

„23 იანვარი გამორჩეული დღეა.

დღეს მთვარე, სატურნი და ნეპტუნი ერთ ძალად შეიკვრებიან და საინტერესო, მნიშვნელოვან, გასაფხიზლებელ მინიშნებებს გვაძლევენ.

ძველ ოკულტურ წყაროებში მთვარე - ასტრალური სამყაროა, სატურნი კი კარიბჭეა, რომელიც ამ სამყაროს გამოყოფს.

სწორედ ეს კარიბჭე იხსნება დღეს, მით უმეტეს, რომ ნეპტუნი (შედარებით ახალი პლანეტაა ბევრი რამ მასზე ჯერ კიდევ არ ვიცით) მთვარის ეფექტებს კიდევ უფრო ხატოვანს, მისტიურსა და სახასიათოს ხდის.

სწორედ დღეს, სურვილები, ინტუიცია, ემოციები და რეალობა ერთ მთლიანობად იქცევა და ეს ეფექტები ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი მიზნების, ოცნებების ფრთაშესხმისთვის.

სწორედ დღეს შეიძლება, მოიხსნა ვარდისფერი სათვალე და დაინახო ჭეშმარიტი გზა!

სწორედ დღეს შეიძლება, მიიღო გადაწყვეტილება და რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება!

სწორედ დღეს შეიძლება, გაიგო რა გინდა რეალურად!

შუადღის მერე შესაძლოა გაფანტულობამ, გუნება-განწყობის დაქვეითებამ სევდიანობამ შეგიპყროთ, არ გაგიკვირდეს, მალე გაივლის...

მიაყურადე, მოუსმინე, დაინახე, იგრძენი რას გეუბნება სამყარო და რაღა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციე მინიშნებებს, გზავნილებს, სიზმრებს...“, - წერს ქეთი ოდიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ პერიოდში წამოწყებული ინიციატივები გრძელვადიანად პერსპექტიულია...“ - ქეთევან ჯანდიერი 22 იანვრის კოსმოსურ მოვლენებზე

🎥 „კაცებს არაფრით ჩამოუვარდებით, ყველა პაციენტში უნდა მოხდეს სახის ჰარმონიზაცია“ - ციცინო შურღაია პლასტიკურ ქირურგიაში ქალის როლზე

🎥 „ჩემთან პაციენტები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან...“ - რატომ მოუწია ციცინო შურღაიას სამშობლოში დაბრუნება?