Digest Logo

„გვაიძულებს უარი ვთქვათ ამპარტავნებაზე“ - კარმული კვანძების გადასვლა მერწყული - ლომის ღერძზე: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

1785171542
ქეთი ოდიშელი

„კარმული კვანძების გადასვლა მერწყული - ლომის ღერძზე და ისტორიული ძვრები“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„⏳ 🔮 ჩვენ შევედით ეპოქალური ტრანსფორმაციის პორტალში! სამყარომ შეცვალა თავისი მთავარი კარმული ვექტორი: ჩრდილოეთის მთვარის კვანძი (რაქუ) გადავიდა მერწყულში, ხოლო სამხრეთის კვანძი (კეტუ) - ლომში.

📜 ასტროლოგიური და ისტორიული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ტრანზიტი ხდება (დაახლოებით 18.5-წლიანი ციკლით), კაცობრიობა გლობალური ცვლილებების ტალღაში ეხვევა.

✋ლომი განასახიერებს ცენტრალიზებულ ძალაუფლებას, ინდივიდუალურ ეგოს, მონარქიულ წყობას, ელიტარულ სფეროს, ხოლო მერწყული - კოლექტიურ ცნობიერებას, დეცენტრალიზაციას, მომავლის ტექნოლოგიებსა და ხალხის ძალას. 🏛️ გადავხედოთ ბოლო ციკლებს (1972-73 | 1990-91 | 2008-09):

⚡ ენერგეტიკული და ეკონომიკური ძვრები;

👑 (კეტუ ლომში): „იმპერიების“ რყევა და ცენტრების დაცემა;

🚀 (რაქუ მერწყულში): ტექნოლოგიური ეპოქალური ნახტომი 1972–1973:

💫 OPEC-ის ნავთობის ემბარგო და გლობალური ენერგეტიკული კრიზისი.

🫴უოტერგეიტის სკანდალი და ვიეტნამის ომის დასასრული.

✋პირველი მიკროპროცესორები და ისტორიაში პირველი მობილური ზარი. 1990–1991:

💫 სპარსეთის ყურის ომი და ნავთობის ფასების მკვეთრი ნახტომი.

🫴საბჭოთა კავშირის დაშლა, „ცივი ომის“ დასასრული და მსოფლიო რუკის გადაწერა.

✋World Wide Web-ის (ინტერნეტის) დაბადება - ინფორმაციული ეპოქის დასაწყისი. 2008–2009: 💫 „დიდი რეცესია“ - გლობალური საბანკო და საფინანსო კოლაფსი.

🫴გლობალური პოლიტიკური ელიტების შეცვლა და ახალი ცენტრების აღზევება.

✋სმარტფონების მასობრივი ბუმი და Bitcoin-ის (ბლოკჩეინის) დაბადება. 🐉 კარმული მითოლოგია: დრაკონი, ხაპი და ხრონომაგია .

✨ ძველი ვედური ლეგენდის თანახმად, ვიშნუმ გველეშაპი ორად გააპო. ასე გაჩნდა დრაკონის თავი (რაქუ) - გონება, მომავალი, გაფართოება, და დრაკონის კუდი (კეტუ) - სხეული, წარსული და დაგროვილი გამოცდილება.

♌კეტუ ლომში გვაიძულებს უარი ვთქვათ ეგოცენტრიზმზე, ამპარტავნებასა და ავტორიტარულ ჩარჩოებზე.

♒ რაქუ მერწყულში გვიბიძგებს შინაგანი თავისუფლებისკენ, მომავლის ხედვისა და ქრონომაგიისკენ (დროის მართვის ალქიმიისკენ).

მერწყული არის ღვთაება ხაპის (ნილოსის ცოცხალი წყალი) და დევკალიონის (წარღვნის შემდეგ კაცობრიობის ხელახალი შობა) არქეტიპი. ეს არის ძველი სამყაროს ჩამოშლა და ახალი ცნობიერების დაბადება!

✨ მეორე ნაწილში მოგიყვებით სირიუსის მისტერიებზე, 29 ივლისის ფეთქებად სავსემთვარეობაზე და მოგცემ პრაქტიკულ გზამკვლევს და რჩევებს ამ ენერგიების საშენოდ გამოყენებისთვის“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ცნობილია, ვის და როდის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი PAF-ზე

⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

⭕ რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად გაქრა ძველი?