Digest Logo

„იცოდით, რომ სვანეთში არსებობს დღესასწაული, სადაც...“ - რა კადრებს აქვეყნებს

1785176055
გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც დღესასწაულზე წერს, რომელსაც სვანეთში აღნიშნავენ ხოლმე:

„იცოდით, რომ სვანეთში არსებობს დღესასწაული, სადაც ვაჟიშვილის შეძენას სპეციალური დროშების აღმართვით აღნიშნავენ?

ყოველ წელს, კვირიკობის მომდევნო ხუთშაბათს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში (ჰადიში) , წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (IX საუკუნე) უძველესი ტრადიციული დღესასწაული - ლიჩანიშობა იმართება.
ეს დღე წმინდა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც უშვილო წყვილებისთვის , განსაკუთრებულ შემწედ მიიჩნევა.

წმინდა გიორგის ტაძარი სოფლიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს.

როგორც საქართველოს სხვადასხვა მთიან კუთხეში, ადიშშიც არსებობს გარკვეული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში ,სადაც მამაკაცები ლოცულობენ, ქალის შესვლა აკრძალულია. მანდილოსნებისთვის კი, ცალკე სამლოცველოა გამოყოფილი.

ლოცვის დამთავრების შემდეგ ,ტაძრიდან ხატს გამოამბრძანებენ და იწყება ოჯახების დალოცვა ამ დროს ყველა ის მამაკაცი რომელსაც ნანატრი ძე ვაჟი შეეძინა, ვაჟის სახელ დაწერილ დროშას აღმართავს. დროშები მანამ არის აღმართული სანამ თითოეული ოჯახის დალოცვა არ მოხდება, როგორც ადგილობრივები განმარტავენ, სწორედ ვაჟი მიჩნევა გვარის გამგრძელებლად და ეს ტრადიციაც ამას უკავშირდება.

ლოცვის დამთავრების შემდეგ ტრადიციულად, ქვის აწევაში შეჯიბრება იმართება, რომელსაც „საჯილდაო” ჰქვია.
წელს, ლიჩანიშობის დღესასწაული 1 აგვისტოს გაიმართა. ამ დღეს, სოფელ ადიშს უამრავი მომლოცველი ეწვია.
უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო და შეეწიოს ამ სალოცავის მადლი და ძალა ამინ“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გვაიძულებს უარი ვთქვათ ამპარტავნებაზე“ - კარმული კვანძების გადასვლა მერწყული - ლომის ღერძზე: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕ ცნობილია, ვის და როდის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი PAF-ზე

⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო