Digest Logo

„რასაც წარსულში ტოვებთ, ადგილს უთავისუფლებს ახალ შესაძლებლობებს“ - 22 ივნისის ასტროპროგნოზი თამუნა იოსელიანისგან

1782106273
თამუნა იოსელიანი

ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს გვიზიარებს, სადაც 22 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს.

მისი თქმით მზე სასწორის ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე ჰარმონიის და სიყვარულისაა:

„✨ 22 ივნისის პროგნოზი - მთვარე სასწორის ნიშანშია.

🌓 14:46-მდე გრძელდება მე-7 მთვარის დღე, ხოლო შემდეგ იწყება მე-8 მთვარის დღე.

ეს დღე ჰარმონიის, გულწრფელი ურთიერთობებისა და შინაგანი განახლების ენერგიას ატარებს.

სასწორში მყოფი მთვარე გვეხმარება კომპრომისების პოვნაში, სილამაზის დანახვაში და ურთიერთობების გაღრმავებაში.

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია კეთილი სიტყვებისთვის, ლოცვისთვის, აფირმაციებისთვის და ნებისმიერი კეთილი განზრახვისთვის, რომელიც გულიდან მოდის.

14:46-ის შემდეგ იწყება მე-8 მთვარის დღე შინაგანი გარდაქმნისა და განახლების დრო. ეს ახალი ეტაპის სიმბოლოა, როდესაც სასარგებლოა ძველი წყენის, ეჭვებისა და შემზღუდველი რწმენების გაშვება.

ყველაფერი, რასაც წარსულში ტოვებთ, ადგილს უთავისუფლებს ახალ შესაძლებლობებს.

💫 დღის რჩევები:

💙 თქვით კეთილი სიტყვები, დღეს მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ.

🕊️ ეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდობა და ჰარმონია, მოერიდეთ კამათსა და მკვეთრ გამონათქვამებს.

🔥 დღის მეორე ნახევარში შეასრულეთ მცირე პრაქტიკა: მადლობა გადაუხადეთ წარსულს და გაუშვით ყველაფერი, რაც უკვე აღარ ემსახურება თქვენს განვითარებას.

🎨 დაუთმეთ დრო შემოქმედებას, მუსიკას, სილამაზეს ან სასიამოვნო გასეირნებას, ეს შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას შეგმატებთ.

📖 „როდესაც გული წარსულის ტვირთისგან თავისუფლდება, მასში მომავლისთვის ახალი სივრცე ჩნდება“.

🌸 დაე, ამ დღემ მოგიტანოთ სულიერი წონასწორობა, შთაგონება და სიმსუბუქე. დაე, ყოველი კეთილი სიტყვა ბედნიერებად დაგიბრუნდეთ, ხოლო ცვლილებებმა ახალი, სასიხარულო შესაძლებლობების კარი გაგიღოთ. გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს, კეთილდღეობასა და ნათელ განწყობას!“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სასოება არ გვარცხვენს რადგან ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ შიო III სამების ტაძარში აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში