Digest Logo

„განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების უმეტესობა იგრძნობდა ამ მოვლენას, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას...“ - ქეთი ოდიშელი მზის მაგნიტურ ქარიშხლებზე

1757597671
მაგნიტური ქარიშხლები

მზის მაგნიტური ქარიშხლები არის ბუნებრივი გეოფიზიკური ფენომენი, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა მზიდან ძლიერი მუხტიანი ნაწილაკები აღწევენ დედამიწის მაგნიტურ ველს და არღვევენ მის სტაბილურობას.

მაგნიტურ ქარიშხლებს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა მიენიჭება, რადგან ისინი მჭიდროდ უკავშირდება მზის და კოსმოსური ენერგიის გააქტიურებას.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს ირღვევა „კოსმოსური ვიბრაციების ბალანსი“, რაც ადამიანში იწვევს ემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებას ან მოუსვენრობას.

მაგნიტური ქარიშხლების შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:

„დედამიწაზე სექტემბრის დასაწყისიდან ფიქსირდება მაგნიტური ქარიშხლები.

გუშინაც 10 სექტემბერს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების უმეტესობა იგრძნობდა ამ მოვლენას.

მსგავსი ქარიშხლები, როგორც ამბობენ ჯერჯერობით გაგრძელდება, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, მეტეომგრძნობიარე ადამიანებს განსაკუთრებით 15-16-17 სექტემბერს, რათა მარტივად გაიაროთ ეს დღეები:

1 - დალიეთ მეტი წყალი.

წყალი დაეხმარება ორგანიზმს ბალანსის დამყარებაში. შეამცირეთ ყავის, ძლიერი ჩაისა და ალკოჰოლის მიღება.

2 - ნუ გადაამეტებთ ფიზიკური დატვირთვისას. მსუბუქი ვარჯიში, გასეირნება ჰაერზე, პირიქით ძალიან სასიკეთოა.

3 - იკვებეთ მსუბუქად. მოერიდეთ ცხარე, ცხიმიან და მარილიან საკვებს.

მცენარეული საკვები კარგი არჩევანია ასეთ დღეებში.

4 - გამოიძინეთ.

ხარისხიანი ძილი საუკეთესო წამალია, ეცადეთ ძილის რეჟიმი დაალაგოთ და ერთი და იგივე დროს დაწვეთ დასაძინებლად.

5 - გადადეთ სანერვიულო, სტრესული და რთული საქმეები სამომავლოდ. გაითვალისწინეთ, რომ დაბნელებების დერეფანს გავდივართ და ნუ დაისტრესავთ ზედმეტად თავს.

განიტვირთეთ, უყურეთ სასიამოვნო ფილმებს და მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ილოცეთ ან იმედიტირეთ.

P.S. სპეციალურად სტრესისა და შფოთის მოსახსნელად მუსიკოსებმა და ფსიქოლოგებმა შექმნეს მუსიკა, რომელიც კორტიზოლის დონეს აქვეითებს და სტრესს 65 %-ით აქვეითებს.

ამ კომპოზიციას ჰქვია  Marconi/ Union / Weightless.

6 - გამოიყენეთ მსუბუქი დამამშვიდებლები, არომათერაპია (განსაკუთრებით ლავანდის, პიტნის არომატები“, - წერს ქეთი ოდიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„რთული პერიოდები, დეპრესიები, წარუმატებელი ურთიერთობები – ეს არის ჩემი სიმღერები“ - რას ამბობს რეზო ბლიაძე

„5600$, სამუშაო ლეპტოპი, ბანკის ბარათებიდან მოხსნა 8000$“ - ირაკლი ლომაია რიო-დე-ჟანეიროში გაძარცვეს, რას წერს მსახიობი

„განსხვავებული, განსაკუთრებული, შეუდარებელი“ - მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები სოცქსელიდან