
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ასტროლოგიური რუკაზე წერს:
„საქართველოს ასტროლოგიური რუკა:
კარგა ხანია მე არ ვხელმძღვანელობ იმ რუკით, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენას რომ ეფუძნება.
მრავალი წელი მესმოდა სხვადასხვა მხრიდან რომ ეს რუკა შესაცვლელია. კი ბატონო, სრულიად ვეთანხმებოდი ამ ხალხს, მაგრამ დგებოდა ერთი ძალზე ლეგიტიმური კითხვა, რომელსაც რატომღაც არავინ სვამდა:
კარგი, ვთქვათ ასტროლოგებმა ვიპოვეთ იდეალური თარიღი. დავუშვათ, ისეთი მთავრობაც გვყავს მაგ დროისათვის, რომელიც თანახმაა ასტროლოგებს მოუსმინოს, მაგრამ არავინ ამბობდა, რა შეიძლება მოიმოქმედოს მთავრობამ იმისათვის რომ რუკა შეიცვალოს?
ამის გასარკვევად არ დავიზარე და შევისწავლე რამდენიმე ასეული სახელმწიფოს რუკა, უფრო სწორედ კი - თუ რას ეფუძნებოდა მათი აგების თარიღი.
აბა ამის გარეშე, როგორ უნდა გაირკვეს რა პრეცედენტები არსებობს და იქიდან რომელი შეიძლება რომ ჩვენც გამოგვადგეს...
საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, რადგან ზოგ ქვეყანას რამდენიმე რუკა აქვს, მაგრამ საბოლოოდ, რუკის შეცვლის მიზეზად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა:
1. უმეტესი დამოუკიდებლობის გამოცხადების ან აქტზე ხელის მოწერის მომენტია. ეს ქვეყნები მანამდე რომელიმე კოლონიალურ გაერთიანებაში იმყოფებოდნენ. ( ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, სსრკ-ს და ასე შემდეგ..) არის ისეთიც, როგორც ნორვეგია რომ გამოეყო შვედეთს.
2. საინტერესოა ფილიპინების რუკის შემთხვევა, რომელიც აშშ-ს დროშის დაშვების და ეროვნული დროშის აღმართვის მომენტს ეფუძნება...
3. მრავლადაა ასევე რუკები, რომლებიც რესპუბლიკად გამოცხადებაზეა აგებული -ეგვიპტის, ავსტრიის იტალიის, საფრანგეთის და კიდევ ბევრი სხვა.
4. რამდენიმე რუკისათვის პირიქით, გაერთიანებაში შესვლის თარიღია აღებული ( დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ტანზანია).
5. არის ასევე დეკლარაციებზე (ნიდერლანდები, ჰონდურასი), რეფერენდუმებზე ან სხვა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებზე ხელისმოწერაც. ამ შემთხვევებში იცვლებოდა სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურა.
6. თითქმის ანალოგიურ მომენტად უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციის ძალაში შესვლის(შვედეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, მექსიკა, დანია), ან ისეთი ცვლილებების შეტანის გაფორმებაც, რომელიც ასევე სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. ამ უკანასკნელის მაგალითად ბრაზილია და იაპონია შეგვიძლია მოვიყვანოთ.
7. სერბია ბერლინის 1878 წლის ხელშეკრულების თარიღიდან აითვლის დამოუკიდებლობას. რუკაც ამ დღის მიხედვით დგება.
8. ქვეყნების რუკები დგებოდა სხვადასხვა რევოლუციების,(პორტუგალია). ეროვნული და სახალხო აჯანყებების ( ტიბეტის, ირლანდიის), თუ სახელმწიფო გადატრიალებების (ერაყი), რომელიმე კონკრეტული მმართველის ჩამოგდების( ჩეუშესკუ რუმინეთში) ან დაბრუნების ( ირანი- ხომეინის დაბრუნება) თარიღებზეც. ტაილანდის, ნიგერიის და ეთიოპიის რუკები სამხედრო გადატრიალების დღითაა დათარიღებული.
9. არსებობს ქვეყნები, რომელთა რუკები სახელმწიფოს მმართველის ინაუგურაციების (სამხრეთ აფრიკა, მონაკო) ან კორონაციების (ესპანეთის, გერმანიის, შოტლანდიის, ინგლისის) თარიღებს ეფუძნება. პოლონეთის რუკა პრემიერ მინისტრად თადეუს მაზოვეცკის დანიშვნის თარიღზე იგება.
10. ძალზე იშვიათ ვარიანტს წარმოადგენს ქვეყნისათვის სახელის შეცვლის თარიღზე აგებული რუკის შემთხვევები( შრი-ლანკა) ანდა ახალი სახელმწიფოს დაფუძნებისაზე (ისრაელი). ჰოდა, აი ესაა სულ. სხვა პრეცედენტი არ არსებობს.
ჩვენთან 2018 წლის 16 დეკემბერს შეიცვალა სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურა, რადგან ამ დღეს საკონსტიტუციო ცვლილება შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო მოწყობის ქვეყნიდან ნახევრად საპარლამენტო მოდელზე გადავედით.
ანუ ეს ცვლილება ზემოთ მოყვანილ მე-5 და მე-6 პუნქტებთან მოდის თანხვედრაში.
მას მერე გასულია თითქმის 7 წელი! მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეყრდნობი ამ რუკას და არა 1991 წლის 9 აპრილისას, რომელსაც მე „ზვიადის რუკას“ ვეძახი.
ჰოდა, რამე პროგნოზი შემშლია და არ ასრულებულა ის რაც ამ რუკაზე დაყრდნობით ვთქვი? მუშაა ეს რუკა და იმიტომ!
სხვა საქმეა, რომ იდეალური არც ისაა. იდეალური კი არა, უვარგისია და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ, აბა კარგს რას მოიტანდა მთვარე მე-12 სახლში, მზე მე-8-ში და ლილიტი მე-10-ში, სხვა პლანეტებზე ხმაც რომ არ ამოვიღო, ესეც კმარა, რომ ასტროლოგიაში ჩახედული ხალხი მიხვდეს- მთვარე მე-12 ხალხი ან ემიგრაციაში, ან იზოლაციაში და ციხეში. მზე მე-8 სახლში მთავრობა უზარმაზარ ფულში, მაგრამ მუდმივ კრიზისში. ლილიტი მეათე კი ძალაუფლებით ცდუნება!“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდის თარსავს ადამიანი გაუაზრებელი საქციელით ქვეცნობიერ დონეზე საკუთარ თავს